უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციების გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში „ბოევიკებმა“ „სიჩუმის რეჟმი“ 19-ჯერ დაარღვიეს.
უკრაინული სამხედროების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით „ბოევიკები“ მარიუპოლს, დებალცევოს, ლუგანსკსა და დონეცკს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ.
თავდასხმებს ერთი უკრაინელი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.
უკრაინის სამხედრო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელისა და ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის“ ლიდერის, დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, პრორუსული სეპარატისტები ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზებას მარიუპოლის მიმართულებით ახორციელებენ და მასზე თავდასხმისთვის ემზადებიან.
მისი თქმით, მარიუპოლზე შეტევა ჯერ კიდევ წუხელ იგეგმებოდა.
ტიმჩუკის განცხადებით, სეპარატისტები ავდეევკასა და მარინკაზე იერიშს, ამ დრომდე განაგრძობენ.
შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ძალაში შესვლის მიუხედავად, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






