ტეხასის სასამართლომ, ამერიკელი სნაიპერის, კრის კაილის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ედი რეი რუტს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლომ დაადგინა, რომ კრის კაილი და მისი მეგობარი, ჩედ ლიტფილდი რუტის ტყვიას ემსხვერპლნენ.
ედი რეი რუტი, კაილს ერაყში მსახურობის შემდეგ დაუახლოვდა. 2013 წელს კი, ამერიკელი სნაიპერი და მისი მეგობარი, რუტმა სასროლ პოლიგონზე ცეცხლსასროლი მოკლა.
კრის კაილის ისტორია, კლინტ ისტვუდის ფილმის სცენარის ინსპირაცია გახდა.
ისტვუდის ფილმი „ამერიკელი სნაიპერი“ წლევადნელ ოსკარზე, 6 ნომინაციაში იყო წარდგენილი.
კაილი, ყველა დროის საუკეთესო სნაიპერად აღიარეს. პენტაგონის მიხედვით, მის ანგარიშზე 160 მოკლული ბოევიკია.
კრის კაილი აშშ-ში ყველა დროის საუკეთესო სნაიპერად აღიარეს. რეჟისორმა კლინტ ისტვუდმა მასზე გახმაურებული ფილმი „ამერიკელი სნაიპერი“ გადაიღო.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






