დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ კემერონის განცხადებით, თუკი უკრაინაში რუსეთის შეჩერება ვერ მოხერხდება, ის დესტაბილიზაციას მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში გააგრძელებს.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიული ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაწესდეს
კემერონმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინაში სამხედრო ექსპერტებს გააგზავნის, რომლებიც არმიას პერსონალის გადამზადებაში დაეხმარება, თუმცა ეს „კონფლიქტის ზონიდან შორს“ მოხდება.
თავდაცვითი იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამაზე ფიქრის დრო ამჟამად არ არის, თუმცა უკრაინისთვის არც იარაღის გადაცემის შესაძლებლობას გამორიცხავს.
„ამაზე საუბარი ახლა უადგილოა. ამჟამად საუბარი მხოლოდ „არალეტალური დახმარების“ გაწევაზე მიმდინარეობს“ - დასძინა კემერონმა.
შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლება დასავლეთის ქვეყნებს თავდაცვითი იარაღით მომარაგებას სთხოვს. თუმცა ქვეყნების ლიდერებს, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






