„ნორმანდიული ოთხეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასრულდა.
გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის კონფლიქტი განიხილეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, პაველ კლიმკინის განცხადებით, მხარები დონბასში ეუთო-ს სამშიდობო მისიის განთავსების საკითხებზე შეთანხმდნენ.
„რამდენიმე ტექნიკურ ასპექტზე, შეთანხმება შევძელით, მათ შორის ეუთო-ს მისიის საკითხებზე. ვისაუბრეთ , თუ როგორ უნდა გაძლიერდეს მისიის განხორციელების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის გაყვანის თანხლებით“ - განაცხადა კლიმკინმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მხარეები შეთანხმდენენ, ეუთო-ს დამატებითი პერსონალისა და ფინანსების თხოვნით მიმართონ.
„ეუთო-ს თანამშრომლობით მივმართავთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინიდან ტექნიკის გაყვანისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველსაყოფად, გააგრძელოს მონიტორინგის მისია და გაზარდოს პერსონალი, ტექნიკა და დაფინანსება“ - განაცხადა ლავროვმა.
12 თებერვლის, „ნორმანდიული ოთხეულის“ მინსკის მოლაპარაკების შემდეგ, 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს დღეს პირველად ხვდებიან.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






