11 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
სამართალი - 17:27, 24 Feb, 2015     4489

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 11 წლის მოზარდთან სქესობრივი კავშირის ძალადობით დამყარების გამო 25 წლის მამაკაცს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 16 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.


სახელმწიფოს სახელით განაჩენი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 24 თებერვალს გამოაცხადა. დარბაზში ბრალდებულის ნათესავები იმყოფებოდნენ. მოსამართლემ მსჯავრდებულს უთხრა, რომ მას აქვს უფლება შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართოს.

ფაქტი ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ძალადობის მსხვერპლი გოგონა ბრალდებულის მეზობლად ცხოვრობს. საქმის მასალების მიხედვით, ფაქტი მეზობლის ბოსელში, გოგონას უმწეო მდგომარეობითა და ძალადობით მოხდა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გოგონას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა და ნაცხის ანალიზის შედეგად ბრალდებულის სპერმა მცირეწლოვანის ორგანიზმში აღმოჩნდა. მტკიცებულებები, რომელიც საქმის ირგვლი გამოძიებამ შეაგროვა, მოსამართლის ინფორმაციით, სადაო არც დაცვის მხარეს გაუხდია. ექსპერტიზა ჩაუტარდა ბრალდებულსაც, ის ფსიქიკურად ჯანმრთელია. ბრალდებული ადრე ნასამართლევი არ არის, მას არ ჰყავს ცოლ-შვილი, იყო უმუშევარი.

მის უფლებებს სასამართლოში ადვოკატი რამინ გვარიშვილი იცავდა, ხოლო ბრალდების მხარეს პროკურორი რამაზ შავაძე წარმოადგენდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-3 მუხლით მიმდინარეობდა, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას ნიშნავს. „ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი.“ ეს დანაშუალი 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.



წყარო "ნეტგაზეთი"



ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42