გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 5.800 ადამიანს მიაღწია.
გარდა ამისა, მილიონზე მეტი უკრაინელი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.
გაეროს ანგარიშის მიხედვით, დღეისათვის უკრაინისთვის 316 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დამხარებაა საჭიროს.
შეგახსენებთ, დღეს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინის საკითხი განიხილეს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა უშიშროების საბჭოში ღია დებატების დროს გაეროს აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობისმყოფელების გაგზავნისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„რუსეთმა უკრაინის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უხეშად დაარღვია. უსაფრთხიების დასაცავად და მშვიდობის დასამყარებლად, დონბასში სამშვიდობო მისიის გაგზავნით ინიციატივით, გაეროს კიდევ ერთხელ მიმართავ“ - განაცხადა კლიმკინმა.
აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია.
საბრძოლო მოქმედებები რეგიონის სხვადასხვა ქალაქებში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






