საერთაშორისო კრედიტორებსა და ევროზონის ქვეყნებს, საბერძნეთმა ქვეყნის ეკონომიკის გასაუმჯობესებლად განსახორციელებელი რეფორმების სია წარუდგინა.
ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენლის, მარგარიტის შინასის განცხადებით, რეფორმების პაკეტი ათენმა დროულად მიიღო.
შეგახსენებთ, გასულ პარასკევს, ათენმა ევროჯგუფთან საგარეო ვალთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.
ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და საბერძნეთი შეთანხმდნენ, რომ ათენს ფინანსური დამხარების პროგრამა 4 თვით გაუგრძელდეს.
საბერძნეთმა თავის მხრივ, სტრუქტურული რეფორმების გატარების პირობა დადო. შეთანხმების თანახმად, ათენმა ევროზონას ეკონომიკური რეფორმების სია უნდა წარუდგინოს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყოს და ფისკალური პოლიტიკა გაამკაცროს.
შეგახსენებთ, საბერძნეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, ალეხსის ციპრასი ევროკავშირის მკაცრ პოლიტიკას აპროტესტებდა და ვალების რესტრუქტურიზაციას ითხოვდა, რის გამოც ათენს ევროზონის დატოვების საფრთხე ემუქრებოდა.
მთლიანობაში, საბერძნეთის საგარეო ვალმა 300 მილიარდ ევროს გადააჭარბა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






