ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობას, მხოლოდ მისნკსის შეთანხმების შესრულებით ხედავს.
ამის შესახებ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჯენ პსაკიმ განაცხადა.
„ჩვენ გვჯერა, რომ მინსკის ხელშეკრულება დონბასის კონფლიქტის მოგვარებაში დაგვეხმარება. უკრაინა საკუთარ ტერიტორიას იცავს. უკრაინულმა მხარემ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების შესრულებაც დაიწყო, თუმცა ხელშეკრულება რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა „ბოევიკებმა“ დაარღვიეს“ - განაცხადა პრესსპიკერმა.
მისი თქმით, აშშ შეშფოთებას გამოთქვამს დებალცევოში, მარიუპოლსა და დონბასის სხვადასხვა ქალაქებში სეპარატისტების მიერ განხორციელებული თავდასხმების გამო.
საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პსაკი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






