საფრანგეთის ხელისუფლებამ, რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფება, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირში ეჭვმიტანილ 6 პიროვნებას პასპორტები ჩამოართვა. სავარაუდოდ, ეჭვმიტანილები სირიაში გამგზვრებას და ჯიჰადისტების გვერდით ბრძოლას აპირებდნენ.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, მანუელ ვალსის განცხადებით, მოქალაქეებს პასპორტები 6 თვით ჩამოერთმევათ და შესაძლოა, ეს ვადა გაგრძელდეს კიდეც.
საფრანგეთმა ტერორიზმთან ბრძოლა, „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმის შემდეგ გააძლიერა. დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ფრანგული გემი „შარლ დე გოლი“ ანტიტერორისტულ კოალიციას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში დაემხარება.
"ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან. ერაყისა და სირიის ტერიტორიებზე მათ სერიოზული გავლენის სფერო აქვთ.
ანტიტერორისტული კოალიციის წევრმა სახელმწიფოებმა, რამდენიმე თვეა ჯიჰადისტებს ბრძოლა გამოუცხადა და მათი პოზიციები აქტიურად იბომბება.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






