"მე არავის დავუკითხივარ"- ზურაბ ჟვანიას საქმის მოწმე საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს
სამართალი - 12:12, 23 Feb, 2015     3485
ზურაბ ჟვანიას საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, საბუთებთან დაკავშირებული საკითხების მოაგვარების შემდეგ, საქართველოში ჩამოსვლას აპირებს.

ნათელა მოდებაძემ ირლანდიის მოქალაქეობა ნოემბერში მიიღო, მისი შვილები დღესაც საქართველოში ცხოვრობენ, შესაბამისად, მისი უახლოესი გეგმებიც სწორედ შვილებთან სტუმრობას უკავშირდება. გეგმების მიუხედავად, ნათელა მოდებაძეს არ აქვს იმედი, რომ პროკურატურა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მაინც დაკითხავს. ნათელა მოდებაძე დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმის გამოძიება არც მოქმედი ხელისუფლების პირობებში მოხდება. ნათელა მოდებაძის განცხადებით, რეალობის გარკვევის სურვილი რომ არსებობდეს, პირველ რიგში, ვასილ მაღლაფერიძეს დაიბარებდა პროკურატურა დაკითხვაზე და თავად მოდებაძის ავარიის ფაქტითაც დაინტერესდებოდა, რომელიც დღემდე გამოუძიებელია.

გახმაურებული საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე აცხადეს, რომ ირლანდიაში მომხდარი ავარიის საქმის გამოძიება ბევრ დეტალს ახდიდა ფარდას, მისი თქმით, ამ ფაქტით არც გამოძიება ინტერესდება და არც გარდაცვლილი პრემიერის ძმა, გოგლა ჟვანია.

„ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც კვლავ გააქტიურდა ჟვანიას საქმის განხილვა, არავინ შემხმიანებია. სამაგიეროდ მანამდე იყო ბევრი ზარი, მირეკავდა ძალიან ბევრი ვითომგამომძიებელი, გვარებიც მეწერა მათი და როდესაც მათი ვინაობა გადავამოწმე, აღმოჩნდა, რომ არც ერთი მათგანი პროკურატურაში არ მუშაობდა. ამის შესახებ გოგლა ჟვანიასაც ვუთხარი, ძალიან ბევრი ვინმე მირეკავს და ეს მაეჭვებს-მეთქი. თუმცა პროკურორმა ჩემი ვაჟები დაიბარა პროკურატურაში.
რატომ დაიბარეს ჩემი ვაჟები, დღემდე არ ვიცი. არ დამავიწყდება მათი აგდებული საუბარი. როდესაც ჩემმა შვილებმა მათი ვინაობა იკითხეს, პასუხი ასეთი იყო: თქვენ მოდით დაბარებულ ადგილას და თავად შემოგიყვანენო. ასე რომ, ჩემმა შვილებმა არც კი იციან, ვისთან იყვნენ.
ბევრი რამ იყო რაც მე ვიცოდი და ეს ვუთხარი მაშინ გოგლა ჟვანიასაც, გამოძიებასაც, თუმცა არავინ დაინტერესდა.
ძალიან დამაეჭვა, იმდენი ზარი განხორციელდა ერთდროულად იმ პერიოდში. მეუბნებოდნენ, ჩავწეროთ თუნდაც სკაიპით, რაც თქვენ იცით, ან ჩვენ ჩამოვალთ ირლანდიაში და დაგკითხავთო. იძლეოდნენ დაპირებებს და ამით მთავრდებოდა ყველაფერი, შემდეგ იკარგებოდნენ. ამის შემდეგ მოვისმინე, როგორ გამოვიდა არჩილ კბილაშვილი და განაცხადა, ნათელა მოდებაძე დაკითხული გვყავსო, როგორ და რატომ გააკეთა ეს განცხადება, არ ვიცი. იგივე განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, სავარაუდოდ, კბილაშვილისგან ჰქონდა ეს ინფორმაცია.
მე არავის დავუკითხივარ. ერთადერთი, ჩემი შვილები დაიბარეს. საერთოდაც, მიმაჩნია, რომ ჟვანიას საქმე კიდევ დიდხანს გაჭიანურდება. იგივეს ვიტყვი ეროსი კიწმარიშვილის, შარაძის საქმეებზეც. ეს საქმეები არ გაიხსნება.
გოგლამ ყველაფერი იცის, ის ვერაფერს შეცვლის, მას რისი შეცვლაც შეუძლია ეს არის ის, რომ კარგად იცხოვროს. ზურას შვილებს მოვლა უნდათ, გოგლას შვილებსაც. გოგლას კარგი ბიზნესი აქვს, გერმანიაში ახლახან მაღაზია გახსნა, მისი მეუღლე მინისტრის მოადგილეა. კარგი ცხოვრების მოწყობა მეც შემეძლო, თუნდაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს. თუკი სინდისისა და ნამუსის ძარღვს გაიწყვეტ ადამიანი, ყველაფერს შეძლებ… ჩვენ და ჩვენმა შვილებმა კი უნდა ვიბრძოლოთ, ვიომოთ, დავსახიჩრდეთ ფიზიკურადაც და სულიერადაც. ჩემი ვაჟი, რომელსაც 7 შვილი ჰყავს, მათ შორის ერთი ინვალიდი, რომელსაც განსაკუთრებული მკურნალობა ესაჭიროება, ჩემ გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. უკვე მეორე წელია, უმუშევარია, მაშინ როცა შვიდი წელი ისე იმუშავა, ერთი საყვედურიც არ მიუღია… დირექტორმა დაიბარა და პირდაპირ უთხრა, დედაშენი თქვენზე არ ფიქრობს, რად უნდა ასეთი რაღაცების წერაო.“- აცხადებს მოდებაძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში.

შეგახსენებთ ნათელა მოდებაძე აცხადებდა, რომ მან დაინახა თუ როგორ შეიტანეს იმ ბინაში, რომელიც ვასილ მაღლაფერიძეს ქონდა ნაქირავები , 2 თებერვლის ღამეს ორი გვამი.

მოდებაძე ირლანდიაში მომხდარ ავტოავარიას ამ საქმესთან აკავშირებს და აცხადებს, რომ ირლანდიაში ყოფნის დროს მისი მკვლელობა სცადეს - 2011 წლის 19 აგვისტოს დუბლინში მას მსუბუქი ავტომობილი დააჯახეს.



წყარო „პრაიმტაიმი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42