რომის პაპმა გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელს უმასპინძლა.
შეხვედრა, 21 თებერვალს, დაახლოებით 45 წუთს გაგრძელდა და საუბარი უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც შეეხო.
ვატიკანის განცხადებით, რომის პაპმა უკრაინის კონფლიქტის მშიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანი პრობლემებით, რომის პაპი და კათოლიკური ეკლესია ინტერესდება“ - განაცხადა მერკელმა შეხვედრის შემდეგ.
მერკელის განცხადებით, დონბასის პრობლემაზე საუბრისას, რომის პაპმა მას „დამაჯერებელი და გადამწყვეტი“ მოქმედების აუცილებლობა შთააგონა.
რომის პაპი, უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მოწოდებით არაერთხელ გამოვიდა.
თებერვლის დასაწყისში, მან მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა.
„ის, რომ დონბასში ერთმანეთს ქრისტიანები ებრძვიან, ეს საერთაშორისო სკანდალია“ - განაცხადა პაპმა თებერვლის განცხადებაში.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






