,,ილია ჭავჭავაძის საზოაგდოების’’ თავმჯდომარე პატრიარქის მოსკოვში ვიზიტის შეფასებასთან დაკავშირებული შეკითხვის პასუხად, რამდენად პოზიციურად შეიძლება ჩაითვალოს ეს ვიზიტი, თამარ ჩხეიძე აცხადებს, რომ თუ მხოლოდ ის ინფორმაციაა ძალაში, რაც ოფიციალურად იქნა გაცხადებული, მაშინ ის აღფრთოვანების საფუძველს ვერ იძლევა.
,,თუ მხოლოდ ის ინფორმაციაა ძალაში, რაც ოფიციალურად იქნა გაცხადებული, ამის საფუძველზე არ მაქვს საშუალება დავასკვნა გავაკეთო, რომ ეს დადებითი ნაბიჯია. თუ არის რაღაც ისეთი რაც ოფიციალურად არ გაცხადებულა და ჩვენ არ ვიცით, სხვა საკითხია. ხოლო რაც ოფიციალურად ითქვა, ის მაინცდამაინც აღფრთოვანების საფუძველს არ იძლევა.
თამარ ჩხეიძე კონფლიქტურ ზონებთან მიმართებაში ახალი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს კურსი კატეგორიულად უარყოფითა.
,,აქ შემიძლია სრულიად გარკვევით და კატეგორიულად გაგცეთ პასუხი. ის კურსი, რომელიც არჩეული აქვს ხელისუფლებას, მართალია ბევრ რამეს მალავს და პირდაპირ არ ამობობს, მაგრამ ისიც კი, რაც ღიად არის ნათქვამი, სრულიად საკმარისა იმისათვის, რომ ეს კურსი კატეგორიულად უარყოფითად შევაფასოთ. სანამ ეს კოალიცია ხელისუფლებაში მოვიდოდა, ამ გუნდში გაერთიანებული იყვნენ ისეთი ძალები, რომელთა პოზიცია ნათელი იყო. ცნობილი იყო მათი გამონათქვამები წლების მანძლზე. მათ დაწერილი ჰქონდათ გარკვეული კონცეფცია, არა მარტო მათ, არამედ შევარდნაძესთან ერთად, მაშინდელ ,,ნაციონალებთან’’ ერთად გამოქვეყნებული ჰქონდათ კონცეფცია, მე ,,რესპუბლიკელებს’’ ვგულისხმობ, რომელიც თავისი შინაარსით აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი იყო. ეს კონცეფცია ითვალისწინებდა საქართველოს დაშის იურიდიულ გაფორმებას, ეს კონცეფცია ძალიან ადრე 2003-2004 წლებში გამოქვეყნდა, ანუ მათი პოზიცია ცნობილი იყო, რომ ისინი მხარს უჭერდნენ ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას. შეიძლება ამას პირდაპირ არ ამობებენ, მაგრამ სუვერენულ სახელმწიფოებზე ლაპარაკობდნენ და ამას დამოუკიდებლობის აღიარება ჰქვია. მათ ასევე თქვეს პირობით კავშირზე, ხელშეკრულებით ურთიერთობებზე აგებულ რაღაც სახელმწიფოს წარმოშობაზე. ეს ნიშნავს დამოუკიდებლობის აღიარებას და პირველი სახელმწიფო ნებისმიერ დროს დაიშლება. ამ დაშლის შედეგად მივიღებთ ერთეულს, რომლის დამოუკიდებლობა უკვე მთელი მსოფლიოს მიერ არის ცნობილი. ეს სქემა მათ შემუშავებული ჰქონდათ. გარდა ამისა, თავის დროზე ამ კოალიციაში თავი ამოყო ექსპერტად წოდებულმა მამუკა არეშიძემ, რომელმაც რესპუბლიკელებისგან განსხვავებით, ღიად გამოაცხადა მოწოდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ანუ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. ამგვარად, როდესაც კოალიციაში თავს იყრიან ასეთი ტიპის ძალები, უკვე თავისთავად ექმნება ადამიანს შთაბეჭდილება, რომ დღეს კოალიცია არის ამ პოზიციაზე. შემდეგ ამას მოჰყვა ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, ამ კონცეფციის ერთ-ერთი მათავრი ავტორი პაატა ზაქარეიშვილი დანიშნა სახელმწიფო მინისტრად რეინტეგრაციის საკითხებში. ეს იმას ნიშნავს, რომ პრემიერი მიესალმება იმ პოლიტიკას, რომელსაც ზაქარეიშვილი განასახიერებს. გარდა ამისა, თვითონ პაატა ზაქარეიშვილმაც აღიარა, რომ ამისთვის მსოფლიოც არ არის მზად. მსოფლიო პირიქით მხარს უჭერს ამ ტერიტორების დეოკუპაციას. აქედან გამომდინარე, ისინი პირდაპირ აღარ აცხადებენ, რომ დამოუკიდებლობის აღიარებაზე არიან ორიენტირებულნი, მაგრამ დაიწყეს ამისთვის სიატუაციის მომზადება’’, - აცხადებს თამარ ჩხეიძე.
,,ახალ თაობასთან’’ ინტერვიუში ყოფილი დისიდენტი ახალი ხელისუფლების ტერმინ ,,ოკუპაციასთან’’ დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას და მასზე უარის თქმას, რუსეთიდან მომავალ შეკვეტას უწოდებს
,,ეს შეკვეთა, რომ რუსეთიდან მოდიოდა აბსოლუტურად მარტივი მისახვედირა, იმავე დღეებში სინქრონულად რუსეთი მოითხოვდა და საერთოდ ყოველთვის მოითხოვს, მაგრამ მაშინ განსაკუთრებული განცხადებები გაკეთდა ,,ოკუპირებული ტეროტიროების შესახებ კანონის’’ გაუქმებასთან დაკავშირებთ. ისინი ზოგადად სიტყვა ,,ოკუპაციას’’ ებვრძვიან იმიტომ, რომ ეს არ არის ცარიელი სიტყვა, როგორც ეს ჰგონიათ ბერძენიშვილებს, ხიდაშლებსა და სხვებს. მსოფლიო ამ სიტყვას ხმარობს და მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. დაიწყეს ამ სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლა, პირდაპირ ამას ვერ ამბობენ და ლაპარაკობენ ამ კანონის შემსუბუქებაზე. ცდილობენ, რომ ამ ტერმინს რეალური შინაარსი დაუკარგონ, ვინაიდან თუ მხარედ ვცნობთ სოხუმსა და ცხინვალს, რუსეთი ფაქტობვრივად ოკუპანტი აღარ არის, იმიტომ რომ საქმე გვაქვს ორ მხარესთან, ქართულ და აფხაზურთან ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ, შესაბამისად ქართულ და ოსურ მხარესთან არსებულ კონფლიქტთან, ანუ ნაციონალურ ეროვნულ ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტთან და არა გარეშე სახელმწიფოს ოკუპაციასთან.’’- აცხადებს ,,ილია ჭავჭავაძის საზოგაოდების’’ თავმჯდომარე.
თამარ ჩხეიძე ასევე რუსეთის სტრატეგიულ ინტერესს უკავშირებს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთზე გახსნის საკითხზე თანხმობას და აცხადებს, რომ რკინიგზის გახსნა მხოლოდ დეოკუპაციის კონტექსტში უნდა იქნეს განხილული.
,,საგულისხმოა ივანიშვილის განცხადება და არა მარტო მისი, მანამდე იგივე ზაქარეიშვილის განცხადება რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნის შესახებ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთს ვაძლევთ იმ ბერკეტს, რომელიც ჩვენ ხელში გვაქვს. აფხაზეთის რკინიგზის გახნსა არის ბერკეტი იმიტომ, რომ რუსეთი ამით დაინეტერესებულია სტრატეგიულად. ეს ჩვენ უფასოდ კი არ უნდა მივცეთ, არამედ რკინიგზის გახსნა მხოლოდ დეოკუპაციის კონტექსტში უნდა იქნეს განხილული. დეოკუპაციის გარეშე რუსეთისთვის ისეთი სიტუაციის შექმნა, რომ თითქოს არაფერი მომხდარა და მისთვის ყველა ამ დისკონფორტის მოხსა, ნიშნავს, რომ ჩვენ მომავალში დეოკუპაციის იარაღს ვკარგავთ. სხვათა შორის ამ სიტუაციის ძალიან კარგი მაგალითი იყო იგივე ნიკა ვაშაკიძის, საგარე საქმეთა მინისტრის მოადგილის გადადგომა და მის მიერ გადადგომის მიზეზად დაფიქსირებული პოზიცია. უკვე ნათელია, რაც ხდება. ივანიშვილის ხელისუფლება გარეგნულად ინარჩუნებს, თითქოსდა, ევროატლანტიკურ ფრაზეოლოგიას, მაგრამ თავისი საქმით, იგივე რკინიგზის გახსნისკენ მოწოდება, იგივე სომხეთის კურსის საქართველსოთვის მისაბაძად გამოცხადება, აგრეთვე სოხუმისა და ცხინვალის მხარეებად აღიარებისკენ მისწრაფება, თუნდაც ძალიან დიდი მნიშვნელობის - ზედმეტი და არაადექვატური მნიშვნელობის მინიჭება ემბარგოს მოხსნისთვის და სავაჭრო ურითერთობის აღდგენისთბის, ეს ყველაფერი ერთიანად ქვეყნის საგარე კურსის ცვლილების სურათს ქმნის,’’- აცხადებს თამარ ჩხეიძე.
ინტერვიუში ჩხეიძე საგარო კურსთან მიმართებაში სააკაშვილისა და ივანიშვილის ხელისუფლებებს შორის განსხვავებაზეც საუბრობს, მისი თქმით, თუკი წინა ხელისუფლება თავისი ქმედებებით უწყობდა ხელს რუსულ ინეტერსესს, ამის მიუხედავად, მეტად ითვალისწინებდა დასავლეთის პოზიციებს.
,,მე ყოველთვის კრიტიკულად ვიყავი იმ ხელისუფლების მიმართ განწყობილი, სააკაშვილისა და მისი გუნდის მომხერე არასოდე ვყოფილვარ, მაგრამ ყველაფერი შედარებითია ამ ქვეყანაზე. რასაკვირველი, თუ წინა ხელისუფლება თავისი ქმედებებით რუსეთის ინეტერსებს ახორციელებდა, მიუხედვად ანიტრუსული ფრაზეოლოგიისა, მაინც ის ხელისუფლება უფრო მეტად ითვალისწინებდა დასავლეთის (ამაში იგულისხმება ამერიკაც) პოზიციებს, აქედან გამომდინარე, დასავლურ ღირებულებებს. დასავლეთის მოთხოვნას ,,ნაციონალები’’ გაცილებით მეტად ითვალისწინებდნენ ამ საკითხში. მიუხედვად მათი უარყოფითი როლისა ამ სფეროში, შემდეგ უკვე ისინი იცავდნენ არაღიარებას და ოკუპანტისთვის ოკუპანტის წოდების პოლიტიკას, რაც ბევრად უფრო სწორი იყო და გამართლებული, ვიდრე ამ ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკა.
აღმოჩნდა თუ არა ახალი ხელისუფლება მოუმზადებელი კონფლიქტურ ზონებთან მიმართებაში, ჩხეიძე აცხადებს, რომ ეს შეიძლება სრულიად შეგნებულად წამოებული პოლიტიკა იყოს.
,,მართლია, მე, ისევე როგორც ბევრი სხვა, თავიდანვე მივესალმებოდი უკეთესი ხელისუფლების მოსვლას, მაგრამ იმთავითვე ეჭვის თვალით ვუყურებდი კოალიციას, რომელიც ივანიშილმა შექმნა. ზოგადად ივანიშვილისგან ვიცი, რომ არ უნდოდა. ვიცი რომ ყოველთვის ასეთი მასშტაბის პროცესები საქართველოში გარედან იმართება. არსებობს ისეთი ურყევი ფაქტი, რომლის უარყოფა არ შეიძლება, რუსეთი არ არის დემოკრატიული ქვეყანა, შეიძლება ფული გაშოვნინოს და დარჩე დამოუკიდებლად, მაგრამ მეორე საკითხია, ამ ნაშოვნ ფულს რომ გამოგატანს პოლიტიკურ პროცესში ჩასართავად. რადგან ივანიშვილს ეს ფული გამოატანეს საქართველოში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე იმისთვის, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულიყო, ჩემთვის ამით უკვე ნათელი იყო, რომ ხელისუფლების ცვლილება, რომელიც განხორციელდა ოქტომბერში, ნამდვილად არ მომხდარა რუსეთის მონაწილეობის გარეშე. როდესაც საქართველოში ხელისუფლების ცვლილება რუსეთიდან ხდება, უკვე, რა თქმა უნდა, ადამიანი ფრთხილად უნდა იყოს და არ უნდა მოელოდეს იმას, რომ ეს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვსი ხდება’’, - საუბრობს თამარ ჩხეიძე.
კითხვაზე, თუ რამდენად უარყოფითად აისახება დასავლეთთან ურთიერთობაში რუსული კურისის გატარება, თამარ ჩხეიძის განცხადებით, რუსული კურისის პარალელურად ასევე უარყოფით გავლენას იქონიებს ის აბსოლუტურად მახინჯი ფორმის დაპატიმრებები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს.
,,ეს არის მახინჯი ფორმით მიმიდნარე პროცესი, ვითომდა სამართლიანობის სახელით, ეს არის აბსოლუტურად არაადექვატური პროცესი. სამრთლინობის აღდგენა იქნებოდა საქემეების შესწავალა, რომლებიც ეხება ადამიანების წამებას, ქონების უკანონოდ ჩამორთემვას, მკვლელობების გამოძება, რომლებიც არაერთი განხორციელდა ,,ნაციონალების’’ მხრიდან. ასეთი საკითხები რომ გამოძიებულიყო, იგივე ციხის საკითხი და დამდგარიყო ობიექტური განაჩენი, ამას მსოფლიოში არავინ ჩათვლიდა პოლტიკურ ანგარიშსწორებად. დღეს კი სრულად სხვა სურათი გვაქვს - ამ დაპატიმრებებს არავითარი კავშრი არ აქვს მკვლელობებთან, წამებებთან, ქონების ჩამორთმევასთან და ა.შ.’’- განაცხადა ,,ილია ჭავჭავაძის საზოგადოების’’ თავმჯდომარემ თამარ ჩხეიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






