"მკვლელობის თანამონაწილე მოწმე" - ახალი დეტალები კიწმარიშვილის საქმეში
სამართალი - 10:16, 23 Feb, 2015     4816

ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურა კიწმარიშვილი ამბობს, რომ საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რაც ოთხი მოწმის გამოჩენას გულისხმობს.

როგორც „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას კიწმარიშვილი ამბობს, მოწმეები კიწმარიშვილის საქმეში ძალიან საინტერესო დროს და ადგილას ჩანან. გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზუსტ დროს და ადგილს ვერ ასახელებს.

„არ ვამტკიცებთ, თუმცა, არც გამოვრიცხავ, რომ რომელიმე მათგანი იყოს დამნაშავე, მკვლელობის თანამონაწილე, ან ჰქონდეს ინფორმაცია, რომელიც საქმის გახსნას შეუწყობს ხელს“, - ამბობს კიწმარიშვილი.

იგი არ გამორიცხავს, რომ ოთხი მოწმიდან რომელიმე ეროსი კიწმარიშვილთან წარსულში რაიმე კავშირი ჰქონოდა.

„გამოიკვეთა ოთხი პირი, რომელთაგან სამი დაკითხულია, ერთის კვალი ჯერ არ ჩანს... არის სხვა ინფორმაციაც, რომელიც ამ ხალხს უკავშირდება, ამიტომაც გახდნენ გამოძიებისთვის საინტერესო. მოხდა მათი იდენტიფიცირება, ყველაფრის თქმა არ შემიძლია... ისინი სხვადასხვა მიზეზით გამოჩნდნენ და ამას წინ რა უძღოდა, ვერ გეტყვით... მათ შორის არის პირი, რომელზეც გამოძიებას აქამდეც ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, მის მიმართ ინტერესმა მოიმატა“, - განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა.

წყარო: "კვირის პალიტრა"



ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42