ღონისძიებაში უკრაინის პრეზიდენტის მიწვევით ჩასულმა რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყო: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, გერმანიის პრეზიდენტი იოაჰიმ გაუკი, მოლდოვას პრეზიდენტი ნიკოლაე ტიმოფტი, პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი, ევროკავშირის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და სხვები.
კიევში უკრაინის „ღირსების რევოლუციის“ წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული ლდერები ეროვნული ხელოვნებისა და კულტურის სამუზეუმო კომპლექსში შეიკრიბნენ, სადაც სახელმწიფოთა ხელმძღვანელებს პეტრო პოროშენკო პირადად მიესალმა და უკრაინაში განვითარებული მოვლენები გაიხსენა.
"ღირსების მარშის" მონაწილეებმა ინსტიტუტსკაიას, შელკოვიჩნოის, გრუშევსკის ქუჩები და ევროპის მოედანი გაიარეს. მშვიდობისთვის ლოცვა კი დამოუკიდებლობის მოედანზე დასრულდა.
ღირსების მარში ევრომაიდნის მოვლენების წლისთავის ფარგლებში გაიმართა. მსვლელობის მარშრუტი ყველა იმ ადგილს მოიცავდა, სადაც ზუსტად ერთი წლის წინ იანუკოვოჩის სამთავრობო ძალებსა და ევრომაიდნის მონაწილეებს შორის სისხლიანი დაპირისპირება სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შარშან უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების დარბევას 100 დემონსტრანტი და 20 პოლიციელი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები






