როგორ ვიყოთ ორიგინალურები სექსში
ეს საინტერესოა - 12:55, 18 Oct, 2017     93120

წყვილების ურთიერთობაში სექსს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. მიუხედავად ამისა, ურთიერთობის დაწყებიდან გარკვეულ დროის შემდეგ პირვანდელი ვნება ქრება, ხოლო ოჯახური ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტი, აღიქმება როგორც ვალდებულება. იმისათვის, რომ ეს ასე არ მოხდეს, საჭიროა სექსი გახადოთ მრავალფეროვანი.


1. საყვარელი ქალის ორიგინალურობა და გამჭრიახობა სექსში ყველანაირ კაცს ნეტარებას მოჰგვრის. კაცისთვის საინტერესო აღსაქმელია ის ფაქტი, რომ მისთვის ამდენი ხნის ნაცნობი მეწყვილე ცდილობს და შეუძლია მას სიამოვნება მიანიჭოს. ავტომატურად ეს აღიქმება ისე, რომ ქალი აფასებს მას და ზრუნავს მასზე. ეს ყველაფერი კი თავისთავად კაცს მატებს თავდაჯერებულობას, მასაც უჩენს სურვილს, რომ საყვარელი ქალის გამო გააკეთოს მრავალი რამ.


2. გინდათ იყოთ ორიგინალურები სექსში? - არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების. მოიძიეთ ახალი ადგილები, სადაც შეძლებთ განმრტოვებას, კერძოდ ეს შეიძლება იყოს მანქანა, სხვა სახლი, კარავი ტყეში და სხვა. ახალ გარემოს მოაქვს განსხვავებული შეგრძნებები.


3. სექსის დროს არ ჩაიციკლოთ ერთ პოზაზე. გაცვალეთ ადგილები, ნუ იქნებით მხოლოდ დაწოლილი, შეგიძლიათ ფეხზე დამდგარი ან დამსხდარი დაკავდეთ. ახალი პოზების ცდით შესაძლოა თქვენ ახალი ეროგენული ზონებიც კი აღმოაჩინოთ, რომელთა არსებობა არც კი წარმოგედგინათ.


4. ალბათ ფილმებში გინახავთ, მაგრამ კარგია თუ გამოცდით. აუხვიეთ თვალები და ხელებით მიამაგრეთ საწოლზე. ეს მარტივი ქმედება, სექსს ხდის დაუვიწყარს. კაცს არ ეცოდინება რა ქმედებას გააკეთებთ შემდეგ, ასევე ქალსაც. ეს კი სასიამოვნო დაძაბულობაში ამყოფებს მეწყვილეს.


5. სექსის დროს გამოიყენეთ სხვადასხვა ნივთები. მაგალითად ყინულის ნატეხი. შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს სხეულის სასურველ ნაწილზე დაადოთ ყინული და მოატაროთ. ხოლო ცივი ყინულისა და თბილი ენის კონტრასტი სასიამოვნო და დაუვიწყარ შეგრძნებას მოჰგვრის მას.


6. უამბეთ საკუთარ შეგრძნებებზე სექსისას. უთხარით რას განიცდით, როგორც მოგწონთ. ეს უფრო აღაგზნებს კაცს და მისცემს მას სტიმულს უფრო მეტი სიამოვნება მოგანიჭოთ. შეეცადეთ პროცესისას სექსის გარდა სხვა თემაზე არ ისაუბროთ.


7. სექსის შემდეგ არ მოგერიდოთ, რომ განიხილოთ რა მოგეწონათ და რა არა. საუბარი და დიალოგი საუკეთესო საშუალებაა რომ მეტი გაიგოთ ერთმანეთის გრძნობების შესახებ.

თუ არ ისაუბრებთ შესაძლოა ექსპერემენტებსა და გამოცნობაში კვლავ ბევრი შეცდომა დაუშვათ და დრო დახარჯოთ. ამიტომ გირჩევთ, რომ დაინტერესდეთ თუ რამ მიანიჭა ყველაზე მეტი სიამოვნება თქვენს პარტნიორს, შემდეგ კი თქვენც გაუმხილეთ რა გესიამოვნათ განსაკუთრებით, ან როგორ ისურვებდით. ხშირად, ასეთი დიალოგი რომანტიული საღამოს გაგრძელებას უწყობს ხელს.


ავტორი: ნინო ბერიძე


წყარო: rogor.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42