იანუკოვიჩს უკრაინაში მოუთმენლად ველოდებით - პეტრო პოროშენკო
მსოფლიო - 18:35, 21 Feb, 2015     2268

უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ უკრაინა მას მოუთმენლად ელოდება.

„ვფიქრობ, ეს უკრაინისთვის კარგი იქნება. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ მისთვისაც კარგი შედეგით დასრულდება. იანუკოვიჩს მოითმენლად ველოდებით და მზად ვართ მასთან შესახვედრად. რაც უფრო მალე დაბრუნდება უკრაინაში, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება. დაბრუნდეს და ჩაუდგეს საპროტესტო მოძრაობას სათავეში. საუკეთესო შემთხვევაში, ის ციხეში აღმოჩნდება“- განცხადა პოროშენკომ.

შეგახსენებთ, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა რუსულ „პირველ არხთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, უკრაინაში დაბრუნდება და საპროტესტო მოძრაობას ჩაუდგება სათავეში.

ერთი წლის წინ იანუკოვიჩი ქვეყნიდან გაიქცა. 2014 წელს, კიევში ანტისამთავრობო დემონსტრაციები დაიწყო. რამდენიმეთვიანი საპროტესტო აქციები ტრაგედიითა და მომიტინგეთა დახოცვით დასრულდა. რის შემდეგაც, იანუკოვიჩმა კონსტიტუციურ უფლებამოსილებაზე თვითნებური უარი განაცხადა და რუსეთში გაიქცა.

მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, იანუკოვიჩისა და რამდენიმე მაღალჩინოსნის წინააღმეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ, ვიქტორ იანუკოვიჩის ექსტრადირების მოთხოვნით რუსეთს ოფიციალურად მიმართა. რუსეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ იანუკოვიჩის უკრაინისთვის გადაცემას არ აპირებს.


ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42