ადვოკატი ირმა ჭკადუას ინფორმაციით, ყარაფილაში ვაჟა გიგოლაშვილის სახლში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
ამის შესახებ ჭკადუამ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.
„ვინაიდან ფაქტზე გამოძიება დაწყებულია დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. გამოძიება ადგილობრივმა პოლიციამ დაიწყო. როგორ ხდება ხოლმე. შეიძლება ოჯახი ხელს არავის ადებს, მაგრამ როცა ფაქტი ხდება, გამოძიება უნდა ჩატარდეს და უნდა დადგინდეს საბოლოოდ რა მოხდა. ასევე, უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა. ყველა ვერსიას არსებობის უფლება აქვს. თუმცა იმასაც გეტვით, რომ გიგოლაშვილი არც ისეთი მნიშვნელოვანი მოწმე იყო, რომ მისი დაშინება ყოფილიყო გადაწყვეტილი“, - განაცხადა ჭკადუამ.
„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება არ დაწყებულა, რადგან ოჯახს პრეტენზია არ აქვს.
შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილის ახლობლის ვაჟა გიგოლაშვილის საცხოვრებელი სახლი გუშინ ღამით დაიწვა. როგორც ცნობილია, გიგოლაშვილი ვაზაგაშვილის საქმეში ერთ-ერთი მოწმეა.
მასალის გამოყენების პირობები






