რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ნებისმიერი სახის გარე ზეწოლაზე ადეკვატურ პასუხს ყოველთვის მოძებნის. ამის შეხებ, პუტინმა მამულიც დაცვისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ რუსეთზე სამხედრო უპირატესობის მიღწევა შესაძელბელია. რუსეთი, ნებისმიერ გარე ზეწოლას ადეკვატურად უპასუხებს“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, რუსი ჯარისკაცები ყოველთვის მზად არიან საბრძოლო გამოწვევების საპასუხოდ.
"ჩვენმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა დაამტიკეს, მზად არიან პროფესიონალურად და გაბედულად შეასრულონ ყველაზე რთული, არასტანდარტული ამოცანები ისე, როგორც ბრძოლისუნარიან, თანამედროვე არმიას შეეფერება“- დასძინა პუტინმა.
პუტინის თქმით, რუსული არმია იცავს ტრადიციებს, სამხედრო ვალდებულებებს და თანამედროვე სამხედრო მოთხოვნების შესაბამისად, მუდმივად იხვეწება.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






