
ამ წუთებში, კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე, „ზეციური ასეულის“ ხსოვნის პატივსაცემად, დაახლოებით 10 ათასი ადამიანია შეკრებილი.
მაიდნის ტრაგედიის შედეგად დაღუპულითა ოჯახის წევრებისთვის, მოედანზე ცალკე ტრიბუნა დაიდგა. ტრიბუნის წინ მდგარ პატფორმაზე, პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სიტყვით გამოვიდა და გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინა მაიდნის წლისთავს აღნიშნავს.
ქალაქში უსაფრხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. მობილიზებულია 2 ათასზე მეტი პოლიციელი.
პრეზიდენტმა პოროშენკომ, დაღუპულთა ოჯახის წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. ღონისძიებები რამდენიმე დღე გაგრძელდება. ხვალისათვის დაგეგმილია ფლეშ-მობი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენება.
22 თებერვლას კი კიევში ღირსების მარში მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად ათი ქვეყნის ლიდერს ელოდებიან. ცნობილია, რომ სტუმრებს შორის იქნებიან ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე.
2014 წლის 20 თებერვალი, ყველაზე სისხლიანი და ტრაგიკული დღე იყო. კიევში ანტისამთავრობო დემონსტრაციის დარბევას 100 მომიტინგე და 20 პოლიციელი ემსხვერპლა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






