ევროკავშირის კომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანი უკრაინის მიმართულებით სამხედრო ექსპერტებისა და პოლიციის გაგზავნას გამორიცხავს.
ამის შესახებ, „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის კორესპოდენტი, რიკარდ იოზვაკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნა არ განიხილება.
„ამის შესახებ პრეზიდენტ პოროშენკოსთანაც ვილაპარაკე და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე მთავარი, მინსკის მოლაპარაკების შესრულებაა. ამ თემით სპეკულირება არ ღირს“ - განაცხადა ჰანმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, გაერო-სა და ევროსაბჭოს უშიშროების სხდომის მოწვევისა და დონბასში სამხედრო ექსპერტების გაგზავნის ინიციატივით მიმართა.
გუშინ გამართულ უშიშროების საბჭოს კრებაზე, კი პოროშენკომ თავდაცვის ზომების გაძლიერებაზე ისაუბრა და გაერო-ს დონბასში მშვიდობისმყოფელების მისიის გაგზავნა სთხოვა. რასაც მოსკოვისა და სეპარატისტების მხრიდან პირველი კომენტარიც მოჰყვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებით, რუსეთი მზად არის უკრაინის სამშვიდობო მისიაში თავისი კადრები გაგზავნოს. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით კი, რუსეთი აგრესორი ქვეყანაა და დონბასის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






