ბრიტანეთის მოქალაქეს, 50 წლის ტეს კრისტიანს 40 წელია არ გაუღიმია. მიზეზად ნაოჭების თავიდან აცილებას ასახელებს.
მისი თქმით, ჯერ კიდევ 10 წლის იყო, როცა გადაწყვიტა ნაოჭებთან ბრძოლა გამოეცხადებინა.
„ეს ბევრად უფრო ეფექტური მეთოდია, ვიდრე ბოტოქსი. ჩემი ცხოვრების სტილი 40 წელია არ შემიცვლია. მაშინაც კი არ გამიღიმია, როცა ჩემი შვილი დაიბადა“- აცხადებს კრისტიანი.
როგორც ამბობს, დაბერების საწინააღმდეგო „პროექტის“ შედეგი 40 წლის ასაკში შენიშნა, როცა აღმოაჩინა, მისი კანი თანატოლების კანზე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა.
ტეს კრისტიანის მეგობარი მამაკაცის თქმით, მას „გაუღიმარი“ სახე არ აწუხებს. მეგობრების თქმით, 50 წლის ბრიტანელს „მონა ლიზა“ დაარქვეს. მათი თქმით, საღამოებსა და ღონისძიებებზე , საათების განმავლობაში ტესის უემოციო სახე, გარშემომყოფთა დაუბნეულობას იწვევს.

მასალის გამოყენების პირობები






