ბრიტანეთმა შესაძლოა უკრაინის შეიარაღების საკითხს გადახედოს - ფილიპ ჰამონდი
მსოფლიო - 15:15, 20 Feb, 2015     2424

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფილიპ ჰამონდის განცხადებით, შესაძლოა ბრიტანეთმა უკრაინის შეიარაღების საკითხს გადახედოს.

დიდი ბრიტანეთი მიიჩნევს, რომ უკრაინის კონფლიქტი არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური გზით უნდა გადაწყდეს. თუმცა, მინისტრის თქმით, ლონდონი „უფლებას იტოვებს ამ შესაძლებლობასაც გადახედოს.“

მისივე თქმით, რუსეთი და მისი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აგრესიულად არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სხვა ადგილებშიც იქცევიან და ამით „ნატო-ს თავდაცვისუნარიანობის გამოცდას“ ცდილობენ.

მან იმედი გამოთქვა, რომ კრემლი „ძალიან კარგად ხვდება სხვაობას“ უკრაინასა და ევროკავშირის წევრ ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის.

„მნიშვნელოვანია, კრემლს ყველა შესაძლებლობით შევახსენოთ, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებს კოლექტიური უსაფრთხოების კონვენციის მე-5 მუხლი იცავს. უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს „წითელი ხაზი“- განაცხადა ჰამონდმა.

აღსანიშნავია, გუშინ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, მაიკლ ფალონმა განაცხადა, რომ რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებს - ლატვიას, ლიტვასა და ესტონეთს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობს.

„გამორიცხული არ არის, ბალტიისპირეთის რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია ისევე დაიწყოს, როგორც ეს უკრაინაში მოხდა“ - განაცხადა მაიკლ ფალონმა.




ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42