უკრაინის უშიშროების საბჭო, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვს, 2014 წლის თებერვალში მაიდანზე მყოფი უცხოელი სნაიპერების ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ განცხადება, უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვნაელმა, ვალენტინ ნალივიაჩენკომ გააკეთა.
„უშიშროების სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფის "ალფას“ მებრძოლების დაკითხვისას, ცნობილი გახდა, რომ მაიდნის მოვლენების დროს უცხოელი სნაიპერების ჯგუფს, რომლებიც აქციის მონაწილეებსა და უკრაინელი სამართალდამცავების მიმართულებით ისროდნენ, ვლადისლავ სურკოვი ხელმძღვანელობდა“- განაცხადა ნალივაიჩენკომ ტელეარხ "1+1"-ის ეთერში.
მისივე თქმით, არსებობს კონკრეტული ფაქტები, რომლებიც მაიდნის მოვლენების დროს, კიევში რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების ყოფნას ადასტურებს.
შეგახსენებთ, 2014 წლის 20 თებერვალს, კიევში ანტისამთავრობო დემონსტრაციის დარბევას 100 მომიტინგე და 20 პოლიციელი ემსხვერპლა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






