საქალაქო სასამართლოში ყოფილი მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ე.წ. „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე მსჯელობენ.
უგულავას ადვოკატის გიორგი გელხაურის თქმით, არსებობს არაერთი მტკიცებულება, რაც ყოფილი მერის უდანაშაულობას ადასტურებს.
„სასამართლო პროცესზე მოხდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი დღეს ერთი მოწმე წარსდგება და შემდგომაში გამოიკვლევენ წერილობით მტკიცებულებებს. მათი მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ დაიწყება უკვე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, ამასთანავე მე შემიძლია დაგიდასტუროთ რომ დღემდე ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს გიორგი უგულავას ბრალეულობას აღნიშნულ საქმეში“. - განაცხადა გიგი უგულავას ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.
შეგახსენებთ, აღნიშნულ საქმეზე უგულავას გამოძიება "თბილისის განვითარების ფონდის“ ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვას ედავება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიგი უგულავას 7 დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ნოე რამიშვილი
მასალის გამოყენების პირობები






