პოროშენკო უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო ექსპერტებს იწვევს
მსოფლიო - 11:14, 20 Feb, 2015     1379


უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო დონბასში ვითარების კონტროლისა და კოორდინაციაში დასახმარებლად, ევროკავშირის სამხედრო ექსპერტებს იწვევს.

ინფორმაცია ამის შესახებ, პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

დონბასში არსებული ვითარება პოროშენკომ, ევროსაბჭოს პრეზიდენტ - დონალდ ტუსკთან სატელეფონო საუბრისას განიხილა. უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკს, გაერო-სა და ევროსაბჭოს უშიშროების სხდომის მოწვევისა და დონბასში სამხედრო ექსპერტების გაგზავნის ინიციატივით მიმართა.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის უშიშროების საბჭოს კრებაზე, პრეზიდენტმა პოროშენკომ თავდაცვის ზომების გაძლიერებაზე ისაუბრა და გაერო-ს დონბასში მშვიდობისმყოფელების მისიის გაგზავნა სთხოვა. რასაც მოსკოვისა და სეპარატისტების მხრიდან პირველი კომენტარიც მოჰყვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებით, რუსეთი მზად არის უკრაინის სამშვიდობო მისიაში თავისი კადრები გაგზავნოს. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით კი, რუსეთი აგრესორი ქვეყანაა და დონბასის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. 12 თებერვლის მინსკის მოლაპარაკებისა და ცეცხლის რეჟიმის ამოქმედების მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები არ წყდება.

გუშინ, დებალცევოდან უკრაინული არმიის ევაკუაციაც დასრულდა . ქალაქზე სრულ კონტროლს "ბოევიკები" ფლობენ.



ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42