გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხს ბერლინში განიხილავენ.
„იმ შემთვევაში, თუკი კიევი ოფიციალურად მოგვმართავს, გერმანია სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით განიხილავს“- ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის უშიშროების საბჭოს კრებაზე, პრეზიდენტმა პოროშენკომ თავდაცვის ზომების გაძლიერებაზე ისაუბრა და გაერო-ს დონბასში მშვიდობისმყოფელების მისიის გაგზავნა სთხოვა.
უკრაინაში არსებული ვითრების კომენტირებისას, შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ „მინსკის ხელშეკრულებას ძალა არ დაუკარგავს, რადგან „ნორმანდიული ოთხეული“ აქტიურად მუშაობს ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე.“
შტაინმაიერმა, კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მინსკის სამშვიდობო ხელშეკრულების შესრულებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, 12 თებერვლას მინსკის მოლაპარაკებებზე გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე შეთნხმდნენ. ცეცხლის რეჟიმის ამოქმედების მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები არ წყდება. „ბოევიკება“ ქალაქ დებალცევოზე კონტროლის დამყარებაც მოახერხეს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






