"მნიშვნელოვანია, რომ იუნესკო-მ 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოაცხადა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებს ორი სახის კონკურსის ჩატარებას სთავაზობს. კერძოდ, პროექტების კონკურსს, თემაზე - „რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ“ და ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიულ თემაზე შექმნილი ბლოგების კონკურსს. კონკურსების მიზანია, ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლის პოპულარიზაცია, მოსწავლეთა კვლევის, ინფორმაციაზე მუშაობის, შეფასებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების წახალისება. ასევე, გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარების განვითრების ხელშეწყობა. პროექტებში წარმოდგენილი მასალები შეიძლება, ეხებოდეს როგორც საყოველთაოდ ცნობილ და ისტორიოგრაფიაში ფართოდ გაშუქებულ მოვლენებს, ასევე ნაკლებად ცნობილ ფაქტებსაც", - განმარტავენ სამინისტროში.
კონკურსებში მონაწილეობა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად.
სამუშაოს შესასრულებლად მათ, დაახლოებით, 20 დღე ეძლევათ.
თითოეული სკოლა სამინისტროს თითო გამარჯვებულ პროექტს და ბლოგს (სურვილისამებრ) წარუდგენს.
მოსწავლეთა ნამუშევრებს განათლების სამინისტროში შექმნილი კომისია განიხილავს და 5-5 გამარჯვებულს გამოავლენს, რომლებიც დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






