კიწმარიშვილის საქმეში გამოჩენილი "უცნობი" ადამიანები იდენტიფიცირებული არიან
სამართალი - 20:35, 19 Feb, 2015     1938
ეროსი კიწმარიშვილის ძმის ზურაბ კიწმარიშვილის განცხადებით, მისი ძმის გარდაცვალების საქმეში ცოტა ხნის წინ გამოკვეთილი პირები უკვე იდენტიფიცირებული არიან და ორი მათგანი უკვე დაიკითხა. ეს განცხადება კიწმარიშვილმა პროკურატურაში ვიზიტის დასრულების შემდეგ გააკეთა.
კიწმარიშვილის თქმით, გამოძიება ამ ეტაპზე საქმის კვალიფიკაციის შეცვლის საჭიროებას ვერ ხედავს.
ზურაბ კიწმარიშვილის განცხადებით ის იდენტიფიცირებული პირებიდან არცერთს არ იცნობს. მისი თქმით არსებობს თუ არა რამე კავშირი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასა და ამ ადამიანებს შორის პროკურატურამ უნდა დაადგინოს და იგი წინასწარ შეფასებას ვერ გააკეთებს.

"დღეს რა ინფორმაციასაც ოფიციალურად ადასტურებს გამოძიება, ამის საფუძველზე ის მიზანშეწონილად არ თვლის საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლას. ახალი გარემოებები არის ის, რომ ის ხალხი, ვისგანაც აპირებდა გამოძიება გარკვეული ინფორმაციის მოპოვებას, არიან ძირითადად იდენტიფიცირებული და გამოძიებამ მათგან პირველადი ინფორმაცია მოიპოვა. ვფიქრობ, ეს ინფორმაცია, რაც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, არ არის საკმარისი და კიდევ უნდა მას დამუშავება. რაც შეეხება იმას, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, მე ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, ვინაიდან ეს პროცესი არ დამთავრებულა. ეს ხალხი ჩვენი მოთხოვნით და გამოძიებამაც ასე ჩათვალა, ჯერჯერობით გამოძიების ინტერესების ქვეშ არიან და უახლოეს დღეებში კიდევ შეეცდებიან უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას მათ შესახებ. რაც შეეხება ამ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც ინტერესის ქვეშ მოხვდნენ, მინიმუმ ეს არის სამი ადამიანი, რომელთაგან ორი უკვე დაკითხულია და არ არის გამორიცხული, რომ ისინი კიდევ ერთხელ დაიკითხონ",-განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილი დღეს 6 საათზე მეტ ხანს პროკურატურაში იმყოფებოდა და საქმეში გამოჩენილ ახალ დეტალებს ეცნობოდა.


ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42