უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით რუსეთი, როგორც აგრესორი ქვეყანა უკრაინის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
„მინდა კატეგორიულად აღვნიშნო, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი ქვეყანა სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ჩვენ არ ვეთანხმებით სამშვიდობო მისიის ისეთ ფორმატს, რომელიც უკრაინაში რუსული სამხედრო კონტიგენტის კანონიერად ყოფნას უზრუნველყოფს. ასეთი მშვიდობისმყოფელები საკმარისად გვყავს“ - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტის აღშფოთება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებას მოყვა. ლუკაშევიჩმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის უკრაინის სამშიდობო მისიაში თავისი კადრები გაგზავნოს.
შეგახსენებთ, დღეს დილით, უკრაინის უშიშროების საბჭოს კრებაზე, პოროშენკომ თავდაცვის ზომების გაძლიერებაზე ისაუბრა და გაერო-ს დონბასში მშვიდობისმყოფელების მისიის გაგზავნა სთხოვა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






