უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მთავრობამ „ბოევიკების“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. ამის შესახებ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები აცხადებენ. დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერის, ანდრეი პურგინის თქმით, ლუგანსკის მოსახლეობას გაზის მხოლოდ ერთი დღის მარაგი აქვს.
უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს აღნიშნულ ტერიტორიას რუსული გაზი უფასოდ მიაწოდოს. მედვედევი ენერგეტიკის სამინისტროსა და „გაზპრომს“ ჰუმანიტარული დამხარების წინადადების მომზადებას სთხოვს.
„ამას ვაკეთებთ, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა არ გაიყინოს“ - განაცხადა მედვედევმა.
უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციითმ, რუსეთი უკრაინისთვის ბუნებრივი აირის საფასურის გაძვირებას აპრილიდან აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები






