ვეკუას ადვოკატი შვეიცარიის ელჩს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებს
სამართალი - 15:14, 19 Feb, 2015     1557
ზუგდიდის რაიონული სასამართლო თითქმის ორი წელია ბიზნესმენ არჩილ ვეკუას საქმეს განიხილავს. ვეკუას ბრალად მისი თურქი ბიზნეს პარტნიორის, ალი რეზა ყიზილდარის კუთვნილი ნახევარი მილიონი ლარის მიითვისება ედება.

დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა პროკურატურა თურქი ბიზნესმენის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საქმეზე ზეგავლენას ახდენს შვეიცარიის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი, რომელიც რამდენიმე სასამართლო პროცესს დაესწრო. დაცვის მხარემ ოფიციალური წერილი გაგზავნა საელჩოში, რომ არ დასწრებოდა ელჩი სასმართლო პროცესს, რადგან ამით ზეწოლას ახდენდა მოსამართლეზე.

ადვოკატი ამირან გიუნაშვილი „ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ თურქ მოქალაქეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს პირველი გადაწყვეტილებით არჩილ ვეკუას სასარგებლოდ დაეკისრა ნახევარ მილიონამდე ლარის გადახდა, შემდეგ უკვე ქუთაისის სააპელაციოს სასამართლოს გადაწყვეტილბით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ადვოკატის თქმით სწორედ ამის შემდეგ შეიტანა სარჩელი პროკურატურაში თურქმა ბიზნესმენმა, თიქთქოს არჩილ ვეკუა იყო მისი ბიზნეს პარტნიორი და ხელი მიუწვდებოდა ბიზნესმენის ფინანსებზე, რის შემდეგაც მოხდა თურქი ბიზნესმენის საკუთრებაში არსებული თანხის მითვისება.

ვეკუას ადვოკატის თქმით, პროკურატურას საქმეში გამოყენებული აქვს არაოფიციალურად მოპოვებული საბანკო ამონაწერები, რომელთა ოფიციალურ მტკიცებულებად ჩათვლა შეუძლებელია. ადვოკატი მიმართავს გენერალურ როკურორს პირად საქმეზე აიყვანოს ეს საქმე.

მომდევნო სასამართლო პროცესი დანიშნულია 2 მარტს. არჩილ ვეკუა ბრალდებულია 182 მუხლის მესამე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42