მოსკოვის სასამართლომ, უკრაინელი პილოტი ქალის, სახალხო დეპუტატისა და უკრაინის პარლამენტიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივი წევრის, ნადეჟდა სავჩენკოს საჩივრის განხილვა 4 მარტამდე გადადო.
ევროსაბჭომ რუსეთის მთავრობას სავჩენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა, რადგან მას საერთაშორისო იმუნიტეტი იცავს, რაზეც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, რომ უკრაინელ პილოტ ქალს ავტომატურად არ გაათავისუფლებენ, რადგან მის წინააღმდეგ სერიოზული ბრალდებებია და მისი უდანაშაულობა სასამართლომ უნდა დაამტკიცოს.
შეგახსენებთ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი 33 წლის უკრაინელი მფრინავი, 2013 წლის 17 ივნისს სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს და რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცეს. მას შემდეგ სავჩენკო პატიმრობაში იმყოფება.
უკრაინელ პილოტს რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ჟურნალისტების მკლელობაში ედება ბრალი.
სავჩენკოს განცხადებით, მას მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, სეპარტსიტებმა უკანონოდ გაიტაცეს და პატიმრობიდან გათავისუფლებამდე ან სიკვდილამდე შიმშილობას განაგრძობს.
მასალის გამოყენების პირობები






