სავარაუდოდ ამ საკითხის განხილვაში არ ჩავერთვები - საყვარელიძე ადეიშვილი-სააკაშვილის ექსტრადირებაზე
სამართალი - 13:24, 19 Feb, 2015     2343

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ადეიშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

„რუსთავი2“-თან საუბრისას ყოფილი ქართველი დეპუტატი ამბობს, რომ ინტერესთა კონფლიქტის გამო აღნიშნული საკითხი განხილვაში სავარაუდოდ, არ ჩაერთვება.

რაც შეეხება ექსტრადირებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურიდან გაგზავნილ წერილს, საყვარელიძის განმარტებით, წერილი მასთან არ მისულა.

„მე ვიცი, რომ ადრე უკრაინის პროკურატურას უარი აქვს ნათქვამი, კონკრეტულად ზურაბ ადეიშვილის გადაცემაზე. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, ჩემამდე არ მოსულა, რომც მოვიდეს ინტერესთა კონფლიქტი მაქვს, ყველამ იცის ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და პოლიტიკური კომენტარისგან თავს შევიკავებ. ამის უფლება მე უკვე აღარ მაქვს. ამიტომ უკრაინის პროკურატურა ამის შესახებ განცხადებას გააკეთებს. ერთი შემიძლიათ გითხრათ, რომ უკრაინის გენპროკურორი ენდობა ქართველებსა და ქართულ ჯგუფს. ამ ადამიანმა გვერდში დაგვიყენა იმის გამო, რომ მივეხმაროთ, ეს სისტემა იყოს ისეთივე თანამედროვე და გამართული, როგორც საქართელოში შევძელით და იმაზე უკეთესი კიდევ. ამიტომ ეს ნამდვილად მისი პოზიციაა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის და ადეიშვილის გადაცემას, ამაზე მასთან საუბარი არ მქონია“, - განაცხადა საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინული მხარისგან ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირებაზე ოფიციალური უარი მიიღო. ამიტომ მოთხოვნა მეორედ გაიგზავნა. საქართველოს პროკურატურა ასევე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას ითხოვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42