,,1997 წლიდან ჩამოვედი საქართველოში და სრულიად შემთხვევით მოვხვდი ნავთობის ბიზნესში. 2001 წლიდან აღმოვჩნდი ინტერესთა ეპიცენტრში, რადგან საკამოდ დიდი რაოდენობის ნავთობი შემომქონდა და ეს ყურადღების ცენტრში ყოფნას ხელს უწყობდა. ჩემთან კავშირში არცერთი პოლიტიკოსი არ ყოფილა, ერთადერთი სახელწიფო ორგანო რომელთანაც შეხება და მეგობრობა მქონდა იყო შევარდნაძის დროს ,,მოქალაქეთა კავშირი". ედუარდის პრეზიდენტობის დროს ბიზნესმენს უნდოდა თუ არა, უნდა გადაეხადა გადასახადი, არა მხოლოდ საბიუჯეტო, არამედ სხვა გადასახადიც, რომელიც ამა თუ იმ პიროვნებებთან მიდიოდა და მას დახმარება ერქვა. გარდა ამისა, გადამხდელებს გვიპირისპირდებოდა ხელისუფლება, რომელიც ყოველთვის ხელს უწყობდა კონტარაბენდას და მასთან საბრძოლველად ჩვენ სხვადასხვა ხერხებს მივმართავდით. მაშინდელი პოლიტიკოსები გამოდიოდნენ და გვმოძღვრავდნენ. რომ საქართველოს ბიუჯეტი იყო 100 მილიონი ლარი და არარეალური ბიუჯეტია და სეკვესტრია საჭიროო, აცხადებდნენ. როდესაც ჩვენ საბაჟო სტატისტიკას წინა პლანზე წამოვაყენებდით აღმოჩნდებოდა, რომ აქციზური საქონლის გარდა საქართველოს ბაზარს სხვა პროდუქტები არ სჭირდებოდა ეს იყო: ბენზინი და სიგარეტი. პირველადი მოხმარების ნივთებზე არანაირი გადასახადი არ მოდიოდა და ძირითადად ბენზინისა და სიგარეტის შემომტანი პირები იხდიდნენ გადასახადებს.“_ ამბობს დალაქიშვილი და თავისი წარმატებული ბიზნესის კრახით დასრულების ისტორიას ,,ნიუპოსტთან“ ჰყვება.
,,2003 წელს როდესაც ჩემმა ბიზნესმა გარკვეულ პიკს მიაღწია და საერთო ანგარიშით ჩვენ ბაზარზე 20 მილიონი ლიტრი საწვავი გავყიდეთ ჩვენს მიმართ გაჩნდა აგრესია. ორგანიზაციები, როგორებიც იყვნენ კონტროლის პალატა, ანტიკორუფციული საბჭო და ისეთი ორგანიზაციები, რომელთაც პირდაპირ ევალებოდათ ჩინოვნიკების კონტროლი, ამის მაგივრად პირადაპირ გვარტყამდნენ ჩვენ. პირველი მიზეზი ჩვენდამი აგრესიისა იყო, ის რომ ვითომ ჩვენ არ ვიხდიდით გადასახადებს და მეორე ეს იყო ის, რომ მათ უნდოდათ მაკონტოლებლებთან ერთად მათთვისაც გადაგვეხადა ფული.ვერ ვხვდებოდი რა საქმე ჰქონდა გადამხდელთან და ბიზნესმენთან იგივე კახა უგულავას? ეს იყო შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს.
როდესაც მიხეილ სააკაშვილი და მისი მთავრობა მოვიდა ქვეყნის სათავეში, მათ დიდი მაშტაბებით შეითვისეს კრიმინალური სამყარო, კორუფცია, რომელიც ყველაზე დაბალი საფეხურით იწყებოდა და უმაღლეს პირამდე ადიოდა. როდესაც ყელში ამოვიდა ამდენი უსამართლობა, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, გადავწყვიტე პოლიტიკაში წავსულიყავი.“_ ამის შემდეგ ამუშავდა დალაქიშვილზე კლანური სქემა, რომლის მიხედვითაც ადეიშვილისა და ე. წ. ჟვანიას ფრთა მასზე გავლენის მოპოვებას ცდილობდა. ის ამბობს, რომ მის ბიზნესში,,ჩასმას" ცდილობდა მაშინდელი მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი, რომელის თავის მხრივ უგზავნიდა წარმომადგენლებს, სხვებს გავანეიტრაებ და მე ,,დაგკრიშავო". ითხოვდა 50 %-იან წილს.
,,ჩემი პირველი დაპატიმრება მოხდა კახეთში და ამ პერიოდში მე საქართველოში არსებული ყველა საწარმო მაქვს გაქირავებული. საქართველოში ოჯახთან ერთად ახალი წლის შესახვედრად ჩამოვედი. 30 დეკემბერს დაახლოებით ღამის 11 საათზე მირეკავს პაატა დადეგაი, ჩემი დაცვის უფროსი და მეუბნება, რომ ლილოს საწარმოსთან დგას სპეცრაზმი და ჩემს კაბინეტში დენი ანთაი, იქ კი ვანო მერაბიშვილი ზის. ამ ყველაფერს ის შორიდან ადევნებდა თვალყურს. ამ ზარის შემდეგ არ გასულა 5 წუთი და ეზოში კახეთის რეგიონალური საპატრულო პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე მოვიდნენ. მამა გარეთ გავიდა და მათ უთხრეს, რომ უშუალოდ ვანო მერაბიშვილის ბრძანებით იყვნენ მოსულები, იცოდნენ რომ სახლში ვიყავი და მათ უნდა გავყოლოდი. იმის გამო, რომ მამას ოჯახისთვის ახალი წელი არ ჩაემწარებინა თქვა, რომ მე არ ვიყავი სახლში. ამის შემდეგ მე დავურეკე ადეიშვილის ძმას, რომელიც მაშინ იყო დათა ახლაიას მოადგილე, ასევე პეტრე ცისკარიშვილს და მათი დახმარებით მათმა მძღოლებმა გადამიყვანეს ბაქოში და იქიდან მოსკოვში გადავედი. როდესაც ეს ამბავი გაიგო ვანო მერაბიშვილმა, მეორე დღესვა დააკავა კახეთის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე, ცუდად გიმუშავიაო.
თუკი რაიმე მქონდა სახლში, ყველაფერი წაიღეს ისე, რომ არანაირი დოკუმენტი არ დაუტოვებიათ. პრაქტიკულად, დამაყაჩაღეს, ძვირფასეულობიდან დაწყებული ავტომობილებით დამთავრებული ყველაფერი წაიღეს. ჩემი მანქანით ერთ-ერთი ,,კუდღელი“ დადიოდა , მაგრამ ახლა ის ძებნაშია და ჩემი მანქანა ავტოსადგომზე გაუბედურებული დგას და მისი გამოყვანის უფლებაც არ მაქვს, რადგან თავის სახელზე გადაუფორმებია. ეს ის კურდღელია , ახალაიას რომ გაჰყვა თან საქართველოს დატოვებისას. ბრალად მედებოდა 192-ე მუხლით უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. ამ დროს დაკავებულ 7 პირს ართმევენ ჩვენებას, რომლებიც ამბობენ, რომ თურმე ნავთობს ხდიდნენ და მე ვხელმძღავნელობდი. არადა, ამ დროს საქართველოში საერთოდ არ ვიმყოფებოდი. მოგვიანებით კი ჩვენება შეაცვლევინეს და ახალ ჩვენებაში ეწერა, რომ ნავთობის გადამუშავების დროს მხოლოდ მე კი არა, მამაჩემიც იქ იმყოფებოდა და ამ საბაბით მამაჩემი დააკავეს. არადა, მამაჩემი საერთოდ აზრზე არ იყო ამ ბიზნესის. ჩვენი კომპანია, რომელიც ამ დროისთვის უკვე მე არ მეკუთვნოდ და გაქირავებული გახლდათ, ნავთობგადამამუშავებელი იყო, მაგრამ გადაიარაღების შემდეგ უშუალოდ კეზერაშვილის თხოვნით იქ მაზუთი ჩავასხით და მოგვიანებით გავიგეთ, რომ თურმე ივანიშვილის კომპანია საჩხერეში გზას აკეთებდა, სადაც მაზუთის პრობლემა ექმნებოდათ. ამის გამო ეს ფირმა მათ მაზუთს აწვდიდა კონტრაქტით. ასეთი საწარმო, რომელიც მე გაქირავებული მქონდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით 12 იყო. მოსკოვში შემომითვალეს, 5 მილიონ ლარს თუ გამოგზავნი, შენზე ძებნას შევწყვეტთ და ამ ხალხსაც გამოვუშვებო. მეგონა, ხუმრობდნენ. პირადად ადეიშვილის ბრძანება იყო. მე ვუთხარი, ამდენი ფული არ მაქვს, 200 000 ლარს გამოვგზავნი, ეს ხალხი გამოუშვით და მე დამტოვეთ ,,ძებნაზე“, საქართველოში აღარ მოვიხედები-თქო და ვაპირებდი ოჯახის წაყვანასაც. ადეიშვილმა და მერაბიშვილმა შემომითვალეს, ხომ არ დაგვცინიო? 120 კაციან კამერაში 25 კაცი ჰყავდათ და რომ ეძინათ, დაბმული ,,რემნებით“ იყვნენ, რომ არ წაქცეულიყვნენ- ასეთ პირობებში ამყოფებდნენ იმ 7 კაცს. ცოტა ხანში ირაკლი კოდუას სახელით მიკავშირდება ერთი ადამიანი- გია ნინიკაშვილი, ადეიშვილის ხალხთან მე მოგიგვარებთ საქმეს და ჩვენ ჩაგვრთეთ ბიზნესში. ადეიშვილის განეიტრალებაში 50 %-იანი წილი მოითხოვეს.
რუსეთიდან ტრანზიტის სახით მოდიოდა და გემზე იტვირთებოდა მაზუთი და ნავთობ-პროდუქტები, ამ ბიზნესში უნდოდათ ,,ჩასმა“. მე გადავწყვიტე, დავლაპარაკებოდი და შეხვედრა შედგა ვლადიკავკაზში. მოითხოვეს წინასწარი თანხა და მე 45 000 დოლარი მივეცი. ისინი 100 000 დოლარს ითხოვდნენ მამაჩემის გათავისუფლებაში. მერე მითხრეს-,,რენო მეგანები“ გვიყიდე 4 ერთეული ,,სოდის“ სახელზეო. ისინი როცა საქართველოში დაბრუნდნენ, მოძებნეს ადამიანი, რომელზეც ერთი მანქანა მქონდა გაფორმებული, ეს არის კობა ამირეჯიბი, რომელიც ჩემი კარის მეზობელია. ეს ის ამირეჯიბია, რომელმაც მერე ოფისი მიყიდა ირაკლი ოქრუაშვილს და გამოართვეს ჩემი მანქანა. როცა კიდევ დავინტერესდი ჩემი საქმით, სოდის თანმშრომლები დავიბარე ბაქოში და მათ მითხრეს, რომ ვანო მერაბიშვილს არანაირი საქმე აღარ ჰქონდა ჩემთან, რადგან მასთან მიჰქონდათ ენები, რომ მე მონაწილობას ვიღებდი ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენზე ნავთობის მოპარვაში და იმ მკვლელობაშიც რომელიცი იქ მოხდა. ყველაფრის მიუხედავად ადეიშვილი უარს აცხადებს მამაჩემის გამოშვებაზე და ჩემზე ძებნის მოხსნაზე. ამის შემდეგ მამას მიუსაჯეს 4 წელი. როდესაც ეს გავიგე ვურეკავ მათ და ვეუბნები, რომ მანქანა მიიყვანონ თავის ადგილას და ის ფულიც მომცენ. ნინიკაშვილს როდესაც დავურეკე, მაშინ დაიწყო ტყუილების კასკადი.
2007 წელია და ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი, მორალურად ძალიან დავითრგუნე, თან ამას ერთვის მამაჩემის მდგომარეობა საპატიმროში . 21 აპრილს ადეიშვილს დავუწერე განცხადება, რომ უნდა გამოვცხადებულიყავი. ჩემი მეორე დაკავება 6 მაისს მოხდა. გოგი ბერიძე იყო ერთ-ერთი იმ პირთაგანი, რომლებიჩ ჩემს აყვანაში მონაწილეობდნენ. მათ მითხრეს, რომ გაარკვევდნენ ყველაფერს და ისევ უკან გამომიშვებდნენ. წამიყვანეს მეხუთე იზოლატორში. მოსამართლე ნოზაძემ მომისაჯა 3 წელი, 7 კაციდან 5-მა გადათქვა მის მიერ მიცემული ჩვენება და თქვეს სიმართლე, რომ მათ აიძულეს ამ ჩვენების მიცემა, ხოლო 2 შეუცვლელად დატოვა ჩემს წინააღმდეგ მიცემული ცრუ ჩვენება.“ _ ამის შემდეგ დალაქიშვილს ბრალს დებენ იმაში, თითქოს ციხეში ყოფნისას ხელი მოაწერა დოკუმენტებს.
,,2008 წლის დეკემბერში შემოდის ჩემთან ჩემი ადვოკატი და შემოაქვს დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ მე შპს „ლოჭინი“ მივყიდე , ვინმე ვოვა გურგენიძეს, წავკისის ველის მეპატრონეს ერთ მილიონ ლარად. დოკუმენტზე ჩემი და ასევე ამ შპს-ს დირექტორის ხელმოწერები იყო დაფიქსირებული, რომლებიც მათ გააყალბეს. დოკუმენტით ვადგენ, რომ მე 2007 წლის 27 ოქტომბერს მე ნოტარიუს თამარ კალამდარიშვილთან მივდივარ და მოვუწერე ხელი. ჩემმა ადვოკატმა ზურა თოდუამ დაახლოებით 20 დღის შემდეგ გაფორმებული ხელშეკრულება მომიტანა, რომლის მიხედვითაც შპს „ლოჭინის“ ტერიტორია ვოვამ მიჰყიდა ვინმე დენიელ ამორიოს რვა მილიონ ცხრაას სამოცდათხუთმეტი ათას დოლარად. ამის შემდეგ მე წერილები დავუწერე სააკაშვილს, მერაბიშვილსა და ადეიშვილს. ამის სემდეგ დაიჭირეს ჩემი საწარმოს დირექტორი, რომელსაც განადგურებით ემუქრებოდა ვაჟა ლილუაშვილი. მიშტვის უთქვამთ, რომ ამ საქმეში საქართელოს პრეზიდენტის ოჯახი იყო ჩარეული, მას სთხოვდნენ გავეჩუმებინე მე და ამის სანაცვლოდ მას 300 000 ლარს შეპირდნენ. ამის შემდეგ შემოდის ჩემთან გარდაბნის რაიონის დეტექტივ-გამომძიებელი და მიყენებს პირობას, რომ მე დამეწერა სისხლის სამართლის საქმე და იქნებ მოვრიგებულიყავი ვოვა გურგენიძესთან და მე თანხას მომცემდნენ. ამაზე მე უარი ვთქვი. ჩემი მეგობარი დავით როსტომაშვილი ხშირად შემოდიოდა ჩემთან ციხეში და მან მითხრა, რომ ჩემი საკითხი მაღალ დონეზეა გადაწყვეტილი და დასთანხმდეს იმას, რასაც სტავაზობენ, უარის სემთხვევაში იმაზე ცუდ დღეში ჩავარდება, ვიდრე ეხლა არისო. რამოდენიმე დღის შემდეგფ ვიგებ ადვოკატისგან , რომ მამაჩემს ბალიშის ქვეშ 50 ლარი უპოვეს და ამაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ამის შემდეგ ისინი ითხოვდნენ, რომ თუ მინდოდა მამა დიდხანს არ ყოფილიყო საპყრობილეში ხელი უნდა მომეწერა მათთვის საბუთებზე და ჩამირიცხავდნენ ზემოთ აღნიშნულ თანხას. მაშინაც მოამტყუეს და მამას ერთი წელი დაუმატეს. ამის სემდეგ მე დავფიქრდი და ვარჩიე, რომ მათ შემოთავაზებას დავთანხმებულიყავი და დავწერე ის, რომ როდესაც მე ციხეში ვიჯექი ხელი ჩემს მაგივრად იმ საბუთებს დირექტორმა მოაწერა., რომელმაჩ ჩემი ხელმოწერა გააყალბა, მაგრამ მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. ამის შემდეგ ამ კაცს მიუსაჯეს 5 წლით პირობითი.
ესენი არიან კაცის მკვლელები, მაგალითად მამუკა ტუღუში ,მათ არც ოჯახები და არც სხვა რაიმე ადამიანური თვისებები არ აქვთ.
2010 წლის 5 მაისს მე გავთავისუფლდი გავასაჩივრე აპელაციაში და უზენაესში, ხოლო ამის შემდეგ ჩემი საქმე წავიდა სტრასბურგში. ჩემმა საქმემ სწრაფად გაიარა ყველა ის პროცედურა რომელიც საჭირო იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ის ქონებას ეხებოდა. სტრაზბურგის კომისარი დიდი ყურადღებით ეპყრობა იმ საკითხებს რომლებშიც ქონება და მისი დატაცების ფაქტებია წარმოდგენილი.
ჩემი გამოსვლიდან დაახლოებით ერთ თვეში მიკავშირდება რობერტ გრიგალაშვილი, რომელთანაც ჩემი ადვოკატი გავაგზავნე იმის გასაგებად, თუ რა უნდოდა და უკან დაბრუმებულმა მითხრა, რომ ლილოს საწარმო უნდა გადამეფორმებინა ეკონომიკის სამინისტროსთვის. მე ჩემი წილის 50 % გადაფორმებას დავთანხმდი, რადგან არ მინდოდა მათთან პრობლემები, ხოლო დანარჩენი 50% სუხიტაშვილს ეკუთვნოდა და მასთან უნდა შეთანხმებულიყვნენ. ამის შე მდეგ კიდევ მიკავშირდებიან და მეუბნებიან, რომ საქმე გამოვიტანო სტრაზბურგიდან, თუ ამას არ გავაკეთებდი დამემუქრნენ რომ მამაჩემს ციხიდან არ გამოუშვებდნენ.
მე და მამა ერთმანეთს მეექვსე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევხვდით. ჩაგვკეტეს ორივე ერთ კამერაში, შემდეგ შემოვიდნენ კამერებით და მე და მამა გაგვიყვანეს გარეთ . რამოდენიმე წუთის შემდეგ შეჰყავთ მამა და ჩემ და მის საწოლის ბალიშების ქვეშ დევს ხელნაკეთი „შტირები“. ამის შემდეგ ჩამიყვანეს დირექტორთან და მთხოვდნენ დამესახელებინა ის პირები სასჯელაღსრულების ორგანოდან, რომელთაც მე ფულს ვუხდიდი, და სტრასბურგიდან უნდა გამომეტანა საჩივარი, ამის სანაცვლოდ ისინი მპირდებოდნენ, რომ იმ ფაქტზე, რასაც იმ დღეს ჰქონდა ადგილი სისხლის სამართლის საქმეს არ აღძრავდნენ. ციხის უფროსმა ჩართო მიკრაფონი და მითხრა, რომ ჩვენს საუბარს ჭკადუა უსმენდა. მე უარყავი ის, რომ სასჯელაღსრულების ორგანოში ვინმეს ვუხდიდი ფულს. შემდეგ გამოვდივარ და მეუბნებიან, რომ იგივე განმეორდება მამაჩემთანაც, რაც ჩემს შემთხვევაში მოხდა, ამიტომ იძულებული გავხდი დავკავშირებოდი ჩემს ადვოკატს და მეთქვა მისთვის ჩემი საქმე გამოეტანა სატრასბურგიდან. საჩივრის გამოტანიდან 10 დღეში მამაჩემს ათავისუფლებენ.“_ ამის შემდეგ 2010 წლიდან ბიზნესში ჩართვას და წილს ითხოვს ე.წ. კოდუას კლანი.
,,2010 წლის შემოდგომაზე მე უკვე რუსეთში ვარ წასული და ოფისი იქ მაქვს გადატანილი. სწორედ ამ დროს დამიკავშირდნენ ,,ვისოლის" წარმომადგენლები, კერძოდ ირაკლი გოგიბერიძე და მეუბნება, რომ მილენიუმის პროგრამა ვარდება საქართველოში და ვერ ხდება საგზაო ბითუმის ათვისება და თუ შეგიძლია ლილოს საწარმოში მიიღო და ამ პროგრამაში ჩაერთოო. მე არ მინდოდა გამოჩენა და დავუკავშირდი ჩემს მეგობარს, რომელსაც ამის ქსელი ჰქონდა და ვუთხარი, რომ მე ჩემი შესაძლებლობებისდა მიხედვით ვიქნებოდი წილში ამ საქმეში და ისიც დამთანხმდა. სადღაც ორ თვეში მოხდა ლილოში უნივერსალური გადამამუშავებელი საწარმოს გაკეთება, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობდა და როგორც შევთანხმდით ის ვისოლმა იქირავა და დაიწყო მუშაობა. გარდა ამისა, აქ იყო მყარი მასალების გადამამუშავებელიც, მე მოსკოვში ვმუშაობდი ამ პროექტზე და ის საქართველოშიც ჩამოვიტანე. მოვიგე მერიის პროექტი და გამოიყო 150 000 ლარი . მე არ მინდოდა წინა პლანზე წამოსვლა, ამიტომ მოვძებნე ჩემი მეგობარი პაატა და მას საწარმოს 33% გადავუფორმე, მე დავიტოვე 33% და 33% ერგო გია ბარამიძის ძმას და ჩაიდო დაახლოებით 300 000 პროექტი. 150 000 მოგვცა უგულავამ ექსპორტში და ეს იყო წლიური თანხა. დაიწყო ამ საწარმოს ამუშავება. რამდენიმე ხანში ჩემთან მოდის „გრანდის“ მეპატრონე, ჩემი მეგობარი და მეუბნება, რომ პრობლემაა აჭარაში და უცხოელის მიერ ნაყიდ მიწას სჭირდება გაწმენდა ტბორებისა და ბენზინის ნარჩენებისაგან და იქნებ შენი ქარხნიდან გაგზავნო ვინმე და შეამოწმოს რა ვითარებაა იქო. როდესაც ჩემი წარმომადგენლები ჩავიდნენ ბათუმში დაათვალიერეს ტერიტორია და დავიწყეთ სამუშაოები დაახლოებით 15 მაისს. ახალი საწარმოს ამუშავებას ყველა დიდი ენთუზიზიმით შეხვდა. ვარშალომიძემ რომ ნახა ძალიან გაუხარდა. იმის გარდა, რომ მე ეს ნარჩენები გამომქონდა , პარალელურად გადამუშავებულს ვყიდდი და ყველა სახის გადასახადსაც ვიხდიდი. მე ვიცოდი კომპანიის დირექტორისაგან, რომ ჩვენი ბრიგადა მუშაობას 15 ამთავრებდა და ამ დროს ხდება ის, რომ როდესაც მე ვაპირებდი დილის ხუთ საათზე ლონდონში გაფრენას, ღამის 2 საათზე ჩემთან სახლში ფინანსური პოლიცია მოვიდა და დამაკავეს. მათ იგივე ოპერაცია ჩაატარეს, რაც 2005 წელს. ყოველგვარი ოქმის შედგენის გარეშე ამოიღეს ყველაფერი, რაც კი ოფიციალურად მქონდა გაფორმებული ჩემზე, ეს იქნებოდა იარაღი, კომპიუტერული ტექნიკა, მეუღლის მანქანა და ძვირფასეულობა. ამის შემდეგ წამიყვანეს საფინანსოში იქ დამახვედრეს დაახლოებით 30 ადამინი. ამიყვანეს ფინანსური პოლიციის უფროსთან და ასეთი პრეტენზია წამომიყენა მან, რით ვერ დაიმახსოვრე, რომ სიტყვა ნავთობი აღარ ახსენო, შენი დრო წავიდა , კარგი ბიჭი ხარ და სხვა რამ გაგეკეთებინა, რა გინდოდა ამ საქმეშიო. რატომ იპარავდით ნავთობს ტერმინალიდანო?
მართალია, ამაზე დაგვიჭირეს, მაგრამ შუამდგომლობით შედის პროკურორი დიმიტრი ფაღავა სასამართლოში , რომ 2007-2011 წლებში პაატა დალაქიშვილი ყაზახების ტერმინალიდან იპარავდა ნავთობს. ადვოკატმა წარმუდგინა საბუთები, რომ მე ამ პერიოდში სასჯელაღსრულებითს დაწესებულებაში ვიჯექი და იქიდან როგორ ვაკონტროლებდი ამ ყველაფერს, საინტერესო იყო. ყაზახეთიდან მოვიდა ცნობა, რომ მათ არცერთი გრამი საწვავი არ აქვთ დაკარგული, მაგრამ ამის მიუხედავად 2 თვიანი პატიმრობა მომისაჯეს.
2 თვის შემდეგ შემოდის ჩემი ადვოკატი და მეუბნება, რომ შესაძლებელია საპროცესოთი გამათავისუფლონ. ჩემი გამოსვლიდან 2 დღით ადრე შემოდის ვინმე წულაია და მეუბნაბა: - მე რამდენიმე დღის წამოსული ვარ ფინანსური პოლიციიდან, აქ შენმა მეგობრებმა გამომგზავნეს და თუ გინდა შველა, შენს ადვოკატზე უარი უნდა თქვაო, რადგან ის მიუღებელია ხელისუფლებისთვის . თუ ჩვენს მიერ მითითებულ ყველა დოკუმენტზე მოაწერ ხელს შენ 6 თვეზე მეტს არ იქნები პატიმრობაშიო და ადვოკატად უნდა ამეყვანა ის. მე მოვაწერე ხელი ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ჩემი ადვოკატი ხდებოდა ის. ორი დღის შემდეგ მოვიდნენ დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და საფინანსოს მაღალჩინოსანი, გამიყვანეს სპეცრაზმის საშუალებით და ჩამსვეს შკოდაში, ამიყვანეს ხელმძღვანელობასთან . იქ იყო კობკაიძე, გაგნიძე და ტუღუში. დამახვედრეს ჩემი მეგობარი პაატა ცეკვეიშვილი, შემდეგ ყველა გავიდა და მე და პაატა დავრჩით მარტო. მან მითხრა, რომ ადეიშვილის თხოვნით ხელი უნდა მომეწერა რაღაც საბუთებისთვის და მის სანაცვლოდ მხოლოდ 6 თვეს მომისჯიდნდნ, თუ ამას არ გავაკეთებდი პატიმრობაში მინიმუმ 20 წელს გავატერებდი. ამის სანაცვლოდ ისინი ითხოვდნენ მეთქვა, რომ ვინმე თენგიზ პატარაიძეს მივეცი 150 000 ლარი და ის ,,კრიშავდა" ბათუმის კამპანიას. მე დასაფიქრებლად დრო ვითხოვე და ამის შემდეგ დამაბრუნეს უკან გლდანის ციხეში. ფიქრის შემდეგ დავასკვენი, რომ ჩემით ცდილობდა ადეიშვილი თენგიზის ჩაძირვას. გავარკვიე, რომ ის ყოფილა პრეზიდენტთან დაახლოებული პირი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეეძლო დაეხვრიტა ადამიანი, ასეთი ადამინი მას კიდევ ყავდა . ესენი იყვნენ : ქილერა, მუხაძე ალეკო, პატარიძე, გადავა და მასტერა. მე მათ მიერ შემოთავაზებულ ვარიანტზე უარი ვთქვი და ამის შემდეგ ისინი აღარც შემოსულან ჩემთან.“_ამის შემდეგ დალაქიშვილს უკვე 30 წელი მიესაჯა, ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ მოსამართლემ ,,გულმოწყალება“ გამოიჩინა, თავიდნა კი შეკრებითობით 120 წელი ჰქონდა მისჯილი.
,,ამის შემდეგ 28 ადამიანს დააწერინეს ჩვენება, რომ მე დავაქციე ქვეყანა და ნავთობის გარდა შემომქონდა კონტრაბანდა. იმის მიუხედავად , რომ ვერაფერს ვერ მიმტკიცებდნენ, სასამართლომ მომისაჯა 30 წლით პატიმრობა. გავიდა რაღაც პეროიოდი და ჩემი ადვოკატი შემოდის ჩემთან და მეუბნება, რომ პარლამენტში იქმნება კომიტეტი, რომლების პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პატიმრების გამოშვებაზე იზრუნებენ. მეც დავწერე განცხადება და გამოვედი ამ სტატუსით.“
„ნიუპოსტთან“ საუბრისას ბატონმა ილიამ აღნიშნა, რომ იმ თანხას, რომელსაც მას სახელმწიფო მისცემს, ბავშვთა თავშესაფარს გადაურიცხავს.
მასალის გამოყენების პირობები






