მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის საფლავის დათვალირებისას სხვა დნმ-ის კვალიც არის აღმოჩენილი.
ამის შესახებ შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ინფორმაცია, რომ ადგილზე დნმ-ის ჩადება მოხდა, სასაცილოა.
„გაცილებით ადრე იყო ცნობილი, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ნაწილზე დნმ-ის კვალი იყო აღმოჩენილი. გამოძიებამ ეს თავიდანვე იცოდა. ვისი დნმ იყო არ ვიცოდით, ამიტომ ჩატარდა საგამოძიებო და ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებები. სოსანაშვილამდე შემოწმებული იქნენ სხვა მოქალაქეებიც და იმის მტკიცება, რომ დნმ-ის ჩადება მოხდა სასაცილოა, რადგან დნმ-ის ნიმუშის აღებას ესწრებოდა როგორც ჩვენი გამომიძბელების, ექსპერტების და კრიმინალების ჯგუფი, ასევე ვააზაგაშვილების ოჯახის წევრები და ადვოკატები, ეს მეცნიერულადაც წარმოუდგენელია. სასფლაოზო შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღმოჩენილია სხვა დნმ-ის კვალიც, ასე, რომ განცხადებები, თითქოს დნმ-ის ჩადება მოხდა აბსურდულია. გამოძიება გრძელდება დამატებით ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა შოთაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






