შსს-მ ციხეებში უკანონო მოსასმენები აღმოაჩინა
სამართალი - 11:31, 29 Jan, 2013     618

,,სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შსს, მთავარი პროკურატურისა და საჯელაღსრულებისა და პრობაციის, იურიდიული დახმარების სამინისტროებმა ერთიანად ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების ჩატარების შედეგად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უკანონოდ დამონტაჟებული ფარული მოსასამენი და ჩამწერი აპარატურა აღმოაჩინეს. გამოძიების პროცესში გაირკავა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, მათ შორის თბილისის მერვე და მეცხრე, ბათუმის მესამე, ქუთაისის მეორე, გეგუთის მეთოთხმეტე და ზუგდიდის მეოთხე დაწესებულებაში 2006- 2010 წლებში შენობების მშენებლობის და სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროს უკანონოდ დამონტაჟდა ფარული მოსასმენი და ჩამწერი აპარატურა. შესაბამისად დანაშაული ორგანიზებულ ხასიათს ატარებდა. დაწესებულებებში ჩხრეკისა და დათვალიერების პროცესში უკანონოდ დამონტაჟებული ვიდეო და ჩამწერი მოწყობილობის გარდა გამომძიებლებმა მიაკვლიეს სპეციალურ სათავსოს, ე.წ. პულტების ოთახს, რომელიც აღჭურვილი იყო მონაცემთა გადაცემისათვის საჭირო ტექნიკით, რაც საშუალებას იძლეოდა ვიდეო და აუდიო კონტროლი დისტანციურად განხორციელებულიყო. სისხლის სამართლის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს“- განაცხადა ნინო გიორგობიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42