ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით აღმოსავლეთ უკრაინაში „ბოევიკები“ მინსკის ხეკშეკრულების პირობებს არ ასრულებენ, სამხედრო მოქმედებებს არ წყვეტენ და ამით ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას უწყობენ ხელს.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა, რიგაში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროპა უსაფრთხოების მხრივ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი არ წყვეტს სეპარატისტების მხარდაჭერასა და მათ სამხედრო ტექნიკით მომარაგებას.
„ მოვუწოდებ რუსეთს შეწყვიტოს სეპარისტების დახმარება, პატივი სცეს მინსკის საშვიდობო ხელშეკრულებასა და გამოიყენოს თავისი გავლენა „ბოევიკებზე“, რათა ცეცხლის შეწყვტის რეალურ რეჟიმს მივაღწიოთ“- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე თქმით, ნატო უკრაინას სამხედრო რეფორმების გატარებაშიც დაეხმარება,
მასალის გამოყენების პირობები






