ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, დავიდ სანაკოევის განცხადებით, რესპუბლიკის ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობას სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულების ხელმოსაწერად კომიის შექმნის წინადადებით მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
„საქართველოს მთავრობას წინადადებით მივმავრთეთ, შეექმნათ კომისია, რომელიც სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულების საკითხებზე იმუშავებდა. თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია და ამიტომ საზღვრის დაცვის სამუშაობის გაძლიერებას ცალმხრივად ვახორციელებთ. გვაშფოთებს ნატო-ს გააქტიურება საქართველოში. სასწავლო ცენტრები, წვრთნები - გვაფიქრებინებს, რომ საქართველო შესაძლოა რევანშისთვის ემზადება“-განაცხადა სანაკოევმა.
შეგახსენებთმ დღეს, რუსეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
მასალის გამოყენების პირობები






