ის ამბობს, რომ უდანაშაულოა და რომ ყოფილმა ხელისუფლებამ მისი საქმის ფალსიფიკაცია მოახდინა და არ არსებული საქმეებით გაასამართლა.გამოჩნდა შანსი, რომ სიმართლე ითქვას და ყველა ადამიანს მიეცეს თავის მართლების, იმ წნეხიდან გამოსვლის საშუალება, რომელიც სააკაშვილის მთავრობამ ჩამოაყალიბა. დადგა დრო, როდესაც სამართალს თავისი შეფასება ეძლევა. ამის საშუალება ადრე არ იყო. სააკაშვილის დავალებით პროკურატურამ აიღო ჩემი დეკლარაცია, ჩათვალა, რომ რაც იქ მიწერია, ქრთამია, ანუ მე ვიყავი უქონელი და არაფერი უნდა მქონოდა. არც ერთი მტკიცებულება პროკურატურას არ გააჩნია. მე ვიდევნებოდი მხოლოდ იმიტომ, რომ ვიყავი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტი", - განაცხადა მამალაძემ.
ლევან მამალაძეს ბრალი სამი მუხლის მიხედვით, დაუსწრებლად წაუყენეს და 17 -წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
მასალის გამოყენების პირობები






