კანადა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით თავისი მყარი პოზიციის დაფიქსირებას განაგრძობს.
კანადის პრემიერ-მინისტრმა, სტივენ ჰარპერმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების გადაწყვეტილება დღეს გაასაჯაროვა.
ეკონომიკური და სავიზო შეზღუდვები 37 ფიზიკური და 17 იურიდიული პირს შეეხო. „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდნენ რუსი დეპუტატი და სახალხო არტისტი იოსებ კობზონი, კორპორაცია „როსტეხის“ დირექტორი სერგეი ჩემეზოვი, საინფორმაციო სააგენტო „რუსეთი დღეს“ ხელმძღვანელი და კრემლის პროპაგანდისტი დიმიტრი კისილევი, ასევე ბაიკერითა კლუბის - „ღამის მგლების“ ლიდერი ალექსანდრ ზალდოსტანოვი.
კანადის პრემიერის განცხადებით, სანქციები იმ პირებს შეეხო, რომლებიც რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას ღიად უჭერენ მხარს.
ჰარპერმა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ და მინსკის ხელშეკრულების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






