რუსეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
სერგეი ლავროვის განცხადებით, დოკუმენტი „ნაწილობრივ მაინც გაფანტავს ეჭვს იმის თაობაზე, რომ მოსალოდნელია სამხრეთ ოსეთის „ანექსია“, „შთანთქმა“ და „შეერთება.“ ასეთი სპეკულაციების მიზანი - სამხრეთ კავკვასიაში რუსეთის პოლიტიკის დისკრედიტაცია და ახალგაზრდა რესპუბლიკებთან თანამშრომლობის არსის დამახინჯებაა“- განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ხელშეკრულება ყველა სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს.
"ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობის საკითხი. ამასთან, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საჭიროა, სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტის გაფორმება ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით, რაც 2008 წლის მოვლენების გამეორებას თავიდან აგვაცილებს" - განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, ნატო-ს მიერ თბილისის"ჩათრევის" მცდელობის ფონზე აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია.
მასალის გამოყენების პირობები






