ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ექსპერტი ლევან ჩაჩუა ჟურნალისტებს მოუწოდებს სასამართლო პროცესის დასრულებამდე კომენტარისგან თავი შეიკაონ.
ამის შესახებ ჩაჩუამ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ჩაჩუას საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა გადასული.
მისი განმარტებით, ზოგიერთი მედიასაშუალება ავრცელებს იმ ადამიანების კომენტარებს, ვისაც საქმესთან შეხება არ აქვთ, რამაც ექსპერტის თქმით, შესაძლოა გამოძიებას ხელი ეუშალოს.
„ ორი სამი პროცესი, მაქსიმუმ ერთი თვეა დარჩენილი საქმის განხილვის დასრულებამდე და ვთხოვ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", - განაცხადა ლევან ჩაჩუამ.
მომდევნო პროცესზე კი საბოლოო სიტყვას დაცვის მხარე იტყვის. შეგახსენებთ, ლევან ჩაჩუას ზურაბ ჟვანიას საქმეზე გამოძიება სამსახუეორბივ გულგრილობას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები






