უკრაინის უმაღლსი რადას დეპუტატი და ბატალიონ დონბასის მეთაური, სემიონ სემენჩენკო აცხადებს, რომ უკრაინული არმია დებლაცევოს ტოვებს.
„უკრაინული არმია დებალცევოს ტოვებს. ევაკუაციის პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს. ყველა ცნობა ლოგვინოვოზე არსებული კონტროლის შესახებ, ზღაპარი აღმოჩნდა - გოგრა კარეტად ვერ გადაიქცა. დელბაცევო-არტემოვსკის ტრასაზე კონტოლი, სწორედ ლოგვინოვის გამო დავკარგეთ“ - წერს სემენჩენკო „ფეისბუკის“ გვერდზე.
სემენჩენკოს თქმით, „ბოევიკები“ გზის გადაჭრას და ევაკუაციაში ხელის შეშლას ცდილობენ.
თავის მხრივ, სეპარატისტები აცხადებენ, რომ უკრაინელმა მეომრება იარაღი დაყარეს დ ამათ ჩაბარდნენ, რასაც უკრაინული მხარე არ ადასტურებს.
უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციების პრესამსახურში, მებრძოლების მიერ დებალცევოს დატოვებისა ფაქტს არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ოფიციალურ კომენტარსა და დაზუსტებულ ინფორმაციას უახლოეს დროში გაავრცელებენ.


.







მასალის გამოყენების პირობები






