გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის, სამანტა პაუერის განცხადებით, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობის დამყარების სურვილი უნდა დაამტკიცოს და კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები შეწყვიტოს.
„შეწყვიტეთ სეპარატისტების შეიარაღება და საზღვრის გასწვრივ თქვენი ჯარების მობილიზება. რაც მთავარია, შეწყვიტეთ იმის მტკიცება, რომ იმას არ აკეთებთ, რასაც რეალურად აკეთებთ“- განაცხადა პაუერმა.
ამერიკელი ელჩის თქმით, რუსეთმა ხელი მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას, შედეგად კი ყველაფერს აკეთებს რათა მას ძირი გამოუთხაროს.
„რუსეთი ისე იქცევა, თითქოს მეზობელ ქვეყნებში საზღვრები არ არსებობდეს“- დასძინა მან.
გაეროს გენერალურმა საბჭომ, რუსეთის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტიც დაამტკიცა, რომელიც მინსკის ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შერულებას ითვალისწინებს.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების მიუხედავად, სტრატეგიულად მნიშნელოვანი ქალაქის, დებალცევოს გარშემო საომარი მოქმედებები გრძელდება.
პრორუსული სეპარატისტების განცხადებით, ზავის პირობები ამ ტერიტორიაზე არ ვრცელდება, რადგან დებალცევო საბრძოლო ხაზს უკან მდებარეობს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადამ რომ დებალცევი ალყაშემორტყმულია და უკრაინელ მეომრებს დანებებისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






