ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მინსკის მოლაპარაკებებით მიღწეული ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულა.
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, თუკი ცეცხლის შეწყვეტის შეთანმხების დარღვევა გაგრძელდება, „რუსეთისთვის სამაგიეროს ფასები გაიზრდება.“
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების მიუხედავად, სტრატეგიულად მნიშნელოვანი ქალაქის, დებალცევოს გარშემო საომარი მოქმედებები გრძელდება.
პრორუსული სეპარატისტების განცხადებით, ზავის პირობები ამ ტერიტორიაზე არ ვრცელდება, რადგან დებალცევო საბრძოლო ხაზს უკან მდებარეობს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დებალცევი ალყაშემორტყმულია და უკრაინელ მეომრებს დანებებისკენ მოუწოდა.
გაეროს გენერალურმა საბჭომ, რუსეთის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტიც დაამტკიცა, რომელიც მინსკის ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შერულებას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, მინსკის მოლაპარაკების მიხედვით, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 25 თებერვლიდან ამოქმედდა. მიუხედავად ამისა, კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებები მაინც გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






