გაეროს უშიშროების საბჭომ, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა.
დოკუმენტი, რომელიც მინსკის შეთანხმების სრულ მხარდაჭერას და კონკრეტულ ვადებში ამ შეთანხმების მოთხოვნების უპირობო შესრულებას ითვალისწინებს, 12 ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
გაეროს უშიშროების წევრებმა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვეს და უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სრულ მხარდაჭერა გამოუცხადეს.
გაეროში, რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ვიტალი ჩურკინის განცხადებით ის იმედგაცრუებულია, რადგან დელეგაციის რამდენიმე წევრი მინსკის ხელშეკრულების გადაწერას ცდილობს.
შეგახსენებთ, მინსკის მოლაპარაკების მიხედვით, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 25 თებერვლიდან ამოქმედდა. მიუხედავად ამისა, კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებები მაინც გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






