უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციების სპეცსამსახურის განცხადებით, „ბოევიკები“ დებლცევოს უტევენ. საომარი მოქმედებები ქალაქის ქუჩებში მიმდინარეობს.
ადგილობრივი ჟურნალისტების განცხადებით, პრორუსულმა სეპარატისტებმა დებალცევოს სადგური და პოლიციის განყოფილება დაიკავეს.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ აბროსკინი სეპარატისტების მიერ პოლიციის შენობის დაკავების ფაქტს არ ადასტურებს. მისი თქმით, „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად პოლიციის შენობა ფაქტობრივად განადგურდა და სამართალდამცავები იძულებულები გახდენენ სხვა განყოფილებაში გადასულიყვნენ.
შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში 15 თებერვალს შევიდა.მიუხედავად ამისა, საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. მძიმე სამხედრო ტექნიკის გაყვანა დღეს უნდა დაიწყოს და ორი კვირის ვადაში დასრულდეს.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, მისი ამოქმედებისთანავე დაირღვა. 15 თებერვლიდან დღემდე , „ბოევიკებმა“ უკრაინული ჯარის პოზიციებსა და მიმდებარე სოფლებზე იერიში 132-ჯერ მიიტანეს.
მასალის გამოყენების პირობები






