საბაჟოზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
სამართალი - 14:32, 17 Feb, 2015     1515

საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანის რამდენიმე ფაქტი აღკვეთეს ბოლო დღეებში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა.

12 თებერვალს საბაჟო გამშვები პუნქტის „სადახლო-საავტომობილოს“ ტერიტორიაზე, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა სომხეთის მოქალაქე ს.მ., რომლის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა 1,45 გრ. ნარკოტიკული ნივთიერება „მარიხუანა“ აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოს.

2 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი LYRICA აღმოაჩინეს მებაჟე ოფიცრებმა, 16 თებერვალს, „სადახლო-საავტომობილოს“ ტერიტორიაზე სომხეთის მოქალაქე ზ.ა.-ის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისასაც. საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს.

ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი LYRICA – 12 კაფსულა - აღმოჩნდა 13 თებერვალს, სგპ „თბილისის აეროპორტში“, ერაყის მოქალაქე ნ.ა.ს.-ის კუთვნილ ხელბარგში. საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42