აშშ „ბოევიკებსა“ და რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწვეტისა და მინსკის ხელშეკრულების შესრულებისგენ მოუწოდებს.
ამის შესახებ განცხადებას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ჯენ პსაკი აკეთებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს დებალცევოში სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით. სეპარატისტებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებენ და ეუთო-ს დამკვირვებლბეს ქალაქში არ უშვებენ. რუსეთის მიერ „ბოევიკების“ მხარდაჭერა მინსკის შეთანხმების შესრულებასა და დაგეგმილ სამხედრო ტექნიკის გაყვანის პროცესს საფრთხეს უქმნის“- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში 15 თებერვალს შევიდა. მძიმე სამხედრო ტექნიკის გაყვანა დაზავებიდან არაუგვიანეს მეორე დღეს უნდა დაიწყოს და ორი კვირის ვადაში დასრულდეს.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, მისი ამოქმედებისთანავე დაირღვა. 15 თებერვლიდან დღემდე , „ბოევიკებმა“ უკრაინული ჯარის პოზიციებსა და მიმდებარე სოფლებზე იერიში 132-ჯერ მიიტანეს.
მასალის გამოყენების პირობები






