დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ათობით ათასმა დემონსტრანტმა 14 თებერვლის ტერაქტის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნას პატივი მიაგო.
კოპენჰაგენში აქცია წუთიერი დუმილით დაიწყო. აქციის მონაწილეებმა კოპენჰაგენის მოედანი სანთლებითა და ყვავილებით მორთეს.
შეგახსენებთ, შეიარაღებული მამაკაცი შაბათს კულტურის ცენტრს დაესხა თავს, სადაც მიმდინარეობდა საჯარო დებატები თემაზე "ღვთის გმობა და აზრის თავისუფალი გამოხატვა". თვითმხილველთა ცნობით, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა დაახლოებით 40 გასროლა მოახდინა შენობის მიმართულებით. შედეგად დაიღუპა დებატების 40 წლის მონაწილე და დაიჭრა 3 პოლიციელი.
რამდენიმე საათის შემდეგ სროლის ხმა ქალაქის სინაგოგასთან გაისმა, სადაც სასიკვდილოდ დაიჭრა 55 წლის ებრაული წარმოშობის მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდაცია და მისი 2 თანამზრახველის დაკავება შესძლო.
მასალის გამოყენების პირობები






